ჭეშმარიტებაა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიული  და თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე საარჩევნო გარემო უნდა  პასუხობდეს შესაბამის მოთხოვნებს.  ცხადია , ყველა არჩევნების დროს მწვავდება ვითარება სოფელში,ქალაქში თუ ქვეყანაში.დღეს სწორედ ასეთი გამწვავებული ვითარებაა სოფელ დვაბზუში.რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მატულობს ასეთი ფონი.

არ ვართ პირველები და არც ბოლო ვიქნებით, ვინც იმას ვამბობთ, რომ მარიკა ჩხიკვილისნაირი დეპუტატები იშვიათად ჰყოლია გურიის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს. ის, როგორც პიროვნება, შემკულია ყველა ადამიანური ღირსებით, ყველა მშობელი ინატრებს რომ ჰყავდეს ასეთი შვილი, ყველა კაცი ინატრებს რომ ჰყავდეს ასეთი მეუღლე, ყველა ვაჟის მშობელი ინატრებს ასეთ რძალს, ყველა მოსწავლე ინატრებს ასეთ მასწავლებელი, ყველა ადამიანის სურვილი იქნება  ჰყავდეს ასეთი მეგობარი და ყველა სოფელი ინატრებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ჰყავდეს ასეთი დეპუტატი.  აქტიური, მეგობრული, განათლებული, კომუნიკაბელური, შორსმჭვრეტელი, საკუთარ სოფელზე, მხარეზე, ქვეყანაზე შეყვარებული.

მარიკა არა მხოლოდ დვაბზუს ან არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ სრულიად გურიის სახეა და თუ  ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე ვისაუბრებთ, სწორედ ასეთი ქალები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, დიდ პოლიტიკაში, რამეთუ დიდ პოლიტიკას დიდი ადამიანები ქმნიან.

ხალხმა იცის, რა გააკეთა მან, როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, მთლიანად მუნიციპალიტეტისა და ჩვენი დიდი სოფლისათვის. რა წონა და ფასი აქვს მის სიტყვასა  და საქმეს.

დვაბზუს, როგორც ისტორიულ სოფელს, ყველა დროში ჰქონდა და ახლაც უნდა ჰქონდეს  თავისი სეფე სიტყვა. ხალხის რწმენით , ამ სიტყვის ჩამოყალიბებასა  და დაცვას, ჩვენი აზრით, ყველაზე უკეთ მარიკა ჩხიკვიშვილი შეძლებს.

მარიკას  დამსახურებაა, რომ დვაბზუს ცენტრალური ქუჩა ამ სოფელში დაბადებული და აღზრდილი დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ტოპონიმიკის ფუძემდებლის, ბატონი ალექსანდრე ღლონტის სახელს ატარებს.

ამ დღეებშიც ნათელი გახდა , მარიკა ჩხიკვიშვილს მყისიერად შეუძლია სოფლისათვის საჭირბოროტო პრობლემების მოგვარება. სულ ახლახან,დვაბზუში მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას მან დასვა საკითხი დვაბზუს საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ. მეორე დღესვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკეთეს შენობის სიტუაციური ანალიზი. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდა.

ჩვენ ვხედავთ  სასიკეთო საქმისთვის მარიკა ჩხიკვიშვილის ანთებულ გულს  და გვჯერა,ის სიკეთის მომტანი იქნება სოფლისთვის.

პატივისცემით,

ქეთევან გოდერძიშვილი,

თსუ-ს პროფესორი;

ნინო ჯაველიძე,

ისტორიკოსი.

სოფელი დვაბზუ.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 58
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 55
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 55
    „გამოძიება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია  თბილისი პრაიდის” კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ   შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე _ ალექსანდრე დარახველიძემ  ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით,…