დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა.

_დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ…

_პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. 1992-93 წლებში ვმუშაობდი  ფირმა „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ანარჩენებიდან პოპულარულ სასმელს „ბახმაროს“ ამზადებდა, შემდეგ მემამულეთა კავშირის კონსულტანტი ვიყავი; დავინტერესდი მიკრო ჰესებით და ბიო გაზით.1997-98 წლებში მსოფლიო ბანკის პროექტით დავიწყე ჩემი ჩანაფიქრების რეალიზაცია; ვიყავი „ჩხავერის“ მეურნეობის მენეჯერი;

2008 წელს იმჟამინდელმა ეკონომიკური განვითარების  მინისტრმა გიორგი არველაძემ მრჩევლად დამნიშნა, შემდეგ_ არატრადიციული ენერგეტიკის ხელშეწყობისა და განვითარების სამმართველოში; 2 წელი ამ საამართველოში ვიმუშავე განახლებადი ენერგიის:მზე, ქარი, წყალის ჰესების თემებზე, თუმცა ვხედავდი, ჩემი იედეები ქაღალდის დონეზე რჩებოდა და მშობლიურ ბახვში დაბრუნება გადავწყვიტე…

_როგორ განავითარეთ ჩაის წარმოება, რა იყო თქვენი ძირითადი ინტერესი…

_90-იან წლებში, როცა სახლში დასალევი ჩაი გაგვითავდა, ჩაის ფაბრიკები ნადგურდებოდა, გადავწყვიტე ჩაის წარმოება დამეწყო. ჩემი პროფესია გამომადგა. ხის საგრეხი როლერი დავამზადე და პატარა მდინარეზე ჩემს მიერ აგებული მცირე ჰესის საშუალებით ავამუშავე. ჩაის ფოთოლს ძირითადად ჩემს ფართობში ვკრეფდი, ასევე მიტოვებულ ფართობებში.ეს მხოლოდ მცირე წარმოება იყო და უნდა გამევლო ზღვარი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის.   ბანკისაგან ავიღე 28%-იანი სესხი და .7 ჰექტარი ჩემი და ჩემი მეზობლების ფართობების აღდგენა გადავწყვიტე.

რაც მთავარია, მე 21 წელია ბიოფერმერი ვარ, „ელკანას“ პირველი წევრი რეგიონში, მას შემდეგ არ მიღალატია ამ იდეისთვის და დღესაც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვაწარმოებ. მცირე ბიზნესმებები თბილისიდან რომ ჩამოდიოდნენ და უკან ვერ ბრუნდებოდნენ, ღამეს ათევდნენ ჩემთან. მე  ვჩუქნიდი მათ ჩემს მიერ დამზადებულ ჩაის. შემდეგ ისინი მიკვეთავდნენ. 1995-1996 წლებში 1 კილოგრამ ჩაის პროდუქციას 7 ლარად ვყიდდი.

_რა განაპიროებებს ჩაის კულტურის სხვა კულტურებზე უპირატესობას?

_მე ჩაის ძველ ინდური მეთოდით ვამზადებდი.  ჩინეთში ყოფნისას ვნახე უძველესი ჩაის საგრეხები.მაღალი ხარისხის ჩაი რომ გავსინჯე, ის ემოცია დღესაც მახსოვს.მაშინ ვთქვი _ჩაის კულტურა არ უნდა გადაშენებულიყო. იგი უნდა დარჩენილიყო გურიის სავიზიტო ბარათად. განსაკუთრებით იმან გამიმყარა ჩაიზე წარმოდგენა, რომ ეს კულტურა წლის მანძილზე რამდენჯერმე გვაძლევს მოსავალს.ხელით კრეფის დროს, როცა კვირტი არის იმ მდგომარეობაში, კვლავ წარმოქმნას ახალი ფოთოლი, ჩაის ვეგეტაცია  10-12-ჯერ არის შესაძლებელი.

მეორე მნიშვნელოვანი თემა _ ჩაის დაავადებების და მავნებლების წინაშეც ძალიან მედეგი გამოდგა. 30 წლიანი დაკვირვების შედეგად ამან ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა და დავიწყე უფრო ღრმად ტექნოლოგიურ პროცესებში ჩახედვა.

ვთანამშრომლობ ცნობილ მეცნიერებთან, ზაურ გაბრიჩიძესთან, რუსუდან ტაკიძესთან, ბიზნესმენ შოთა ბითაძესთან.

ამ უკანასკნელს თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქვს საკუთარი ჩაის მაღაზია, ჩაის პატარა მუზეუმით.იგი აფასოებს და ჰყიდის ჩემს პროდუქციას. რა თქმა უნდა ამ პროდუქციაზე წარმომავლობაც არის აღნიშნული.

რომ მეტად დავხვეწოთ ჩაის დამზადების ტექნოლოგია, ამაში ხელს გვიწყობს ქართული ნედლეული, რადგან ის არ არის გარემოს ზემოქმედებიდან დანაგვიანებული და დაბინძურებული, პარაზიტებით დაავადებული. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, ქართული ჩაი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში…

(ვრცლად იხილეთ გაზეთ „ალიონის“ დღევანდელ ნომერში)

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 82
    ჩაის გზის ასოციაციის პრეზენტაცია   26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
  • 81
    CCEH და USAID ერთად იზრუნებენ გურიის გაძლიერებისთვის„ბახვი 1 ჰესის“ პროექტის განმავითარებელი კომპანია, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამა, ერთობლივად იწყებენ გურიის რეგიონის განვითარებაზე ზრუნვას. ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით CCEH და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ რეგიონში. კერძოდ, 1) იმუშავებენ 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის…
  • 81
    ასოციაცია „ჩაის გზა“ იმერეთს ესტუმრა2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა.გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს  ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები.…