საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, ოზურეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საგასტროლო ტურნეთი რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში გაემგზავრა. ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღდგა.

​საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს ათ დღიან გასტროლებს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი წარმოადგენს ორ სპექტაკლს თამარ ბართაიას „მთავარ როლს“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) და „ფიროსმანს“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

საგასტროლო ტურნეს მიზანია ოზურგეთის თეატრმა თავისი შემოქმედება გააცნოს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მკვიდრთ, რეგიონის სტუმრებსა და ტურისტებს. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის თეატრი შეეცდება მაყურებლის არეალის გაფართოებას და ისეთ ლოკაციებზე სპექტაკლების გამართვას, სადაც კულტურა არცთუ იოლი ხელმისაწვდომია. ოზურგეთის თეატრმა საგანგებოდ შეარჩია ისეთი პუნქტები, სადაც არ ფუნქციონირებს პროფესიული თეატრები.

საგასტროლო ტურნე  29 სექტემბერს დასრულდება.

​თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის სიტყვებით, ამ გასტროლით იხსნება თეატრის 154-ე სეზონი, ოზურგეთში დაბრუნებული დასი გამართავს პრემიერას გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „გურიის დედოფალი,“ რაც ფაქტობრივად, ნიშნავს 154-ე სეზონის შინ გახსნას.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 60
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 59
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 59
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…