„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს , მოახდინონ რეაგირება და  ობიექტურად  შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, მოახდინონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია.

ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.

8 სექტემბერს დასრულდა  სასამართლო პროცესი, სადაც განიხილებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საჩივარი. ორგანიზაცია სადავოდ ხდიდა ჩვენ მიერ ჩატარებულ თემატურ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჩვენი საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილი და პრიორიტეტები წარვუდგინეთ. შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები, კერძო სექტორიდან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები ესწრებოდნენ.

სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე საჩივრის ავტორს უთხრა უარი. მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა და ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

შეხვედრა მართლაც გახლდათ თემის გარშემო ორგანიზებული და დამსწრეთა მობილიზება სამსახურებრივი ნიშნით ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არ მომხდარა. ჩვენ არ გვქონია კავშირი რომელიმე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელთან და არ გვითხოვია, რომ საჯარო მოხელეები დასწრებოდნენ პროგრამის პრეზენტაციას.

ცხადია, ეს საჩივარი გახლდათ მიკერძიებული. ამაში უფრო მეტად ვრწმუნდებით,  როცა ოზურგეთში, ამავე პერიოდში, ჩვენი კონკურენტების მხრიდან სახეზეა სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი, როდესაც მოქალაქეებს დახმარება წინასაარჩევნოდ ეძლევათ შერჩევითად. კონკურენტის საარჩევნო მასალები განთავსებულია სახელმწიფო რესურსებზე და მედიის მხრიდან გაშუქდა ზეწოლის და მერიის თანამშრომლებზე ზემოქმედების არაერთი ფაქრი, რაზეც ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას, ან სხვა ორგანიზაციებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად  შეაფასონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი დარღვევები, მოახდინონ კანონის მართებულად ინტერპრეტაცია“, _ თქვა ბრიფინგზე გიორგი ღურჯუმელიძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 58
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 50
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 46
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 46
    „საარჩევნო საჩივრების განხილვამ აჩვენა, რომ მომხდარ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“„საარჩევნო პროცესს საქართველოში ახასიათებს საარჩევნო დავების სიმრავლე. არჩევნებთან დაკავშირებული დავების ანალიზი, ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, ჩართული მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების პრევენცია, ისევე როგორც, წამოჭრილი დავების გამჭვირვალე, დროული და ეფექტური…

არ გამოტოვოთ