მდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18 მ3/წმ შეადგენს.

მდინარე ბახვის წყალზე, სოფელ უკანავაში 10 წლის წინ  აიგო „ბახვი 3“ ჰესი, რომლის სიმძლავრე 9,8 მეგავატი.  36 მეგავატი სიმძლავრის „ბახვი 2 ჰესი“ პროექტით მდინარის შუა ნაწილში უნდა აშენდეს, რაზედაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გასცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კომპანია GCAP  მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ.

ხოლო „ბახვი 1“ ჰესის სათავე ნაგებობა  მდინარე ბახვის წყლისა და მდინარე ბაისურას შესართავს ქვემოთ უნდა გაკეთდეს. მოცულობით ეს ჰესი 3-ჯერ მცირეა „ბახვი 2“ ჰესზე და მისი დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს,  მაგრამ აღნიშნული ჰესის სათავე ნაგებობის პროექტის  ბახმარო-გომისმთის რეკრიაციული ზონის სიახლოვემ გარემოსდამცველების გააქტიურება გამოიწვია.

რეგიონის მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ამ თემას და საზოგადოებას აწოდებენ როგორც მოსახლეობის,  გარემოსდამცველების შენიშვნებს და წინადადებებს, ასევე კომპანია  „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნებს და შენიშვნებს.

როგორც გაზეთ „ალიონის“ შეკითხვებს კომპანიიდან უპასუხეს,  „ბახვი1 ჰესის“  პროექტი ამჟამად გარემოზე ზემოქმედების შესწავლის ეტაპზეა გადასული, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საპროექტო ტერიტორიის სიღრმისეული შესწავლა, გარემოზე პროექტის პოტენციური ზეგავლენის ყოვლისმომცველი კვლევა, შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სოციალური საჭიროებების კვლევა. ასევე, მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთება და საბოლოო დიზაინის მოდელზე მუშაობა.

კომპანიამ „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“, ინფორმაციით, პროექტზე მუშაობენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო კომპანიები და ექსპერტები.მაგალითად,შვედურ – ფინური კომპანიის AFRY -ის ავსტრიის ოფისი სპეციალისტები პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკურ დასაბუთებასა და დიზაინზე მუშაობენ; საერთაშორისო კომპანიის SLR – ის ბრიტანეთის ოფისის ექსპერტი ნიკოლა ფოლკსი, ბიომრავალფეროვნების კვლევას და შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს უძღვება; ფრანგი ექსპერტი პიერ ბიდერმანი გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების მიმართულებით არის ჩართული პროექტშიდა ხელმძღვანელობს პროექტის კუმულაციური ზეგავლენისა და კლიმატზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლას.

 

რედაქცია  დაინტერესდა სოციალურ საკითხებზე მუშაობის დინამიკით. ამაზე კომენტარი „ალიონთან“კომპანია„სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ  გააკეთა:

          _ „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე (ESG) მომუშავე ჯგუფი,2021 წლის მაისის თვიდან აქტიურად მართავს შეხვედრებს დაგეგმილი პროექტის განხორციელების არეალში მოქცეული სოფლების (მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა და ვანისქედი) მოსახლეობასთან.   შეხვედრების ფარგლებში საუბარია იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე, რომელიც აწუხებთ ამ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. სწორედ, საჭიროებების კვლევა არის ერთ – ერთი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება კომპანიას ზუსტად განსაზღვროს იმ სოციალური პროექტების პაკეტი, რომელიც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდება ამ სოფლებში. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია,მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში შეიქმნა პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო. საბჭოს წევრები არიან ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ის აქტიური მოქალაქეები, რომლებიც თავიდანვე დაინტერესებულნი იყვნენ პროექტით და მისი მიმდინარეობით. საბჭოს წევრები წარმოადგენენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ბიზნეს სექტორს. საბჭოს წევრობა არაანაზღაურებადი სამუშაოა, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც კომპანია მრჩეველთა საბჭოს წევრებს აცნობს პროექტის მიმდინარეობას და განიხილავს ინიციატივებს.

სწორედ, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების დროს გამოიკვეთა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება _ ადგილობრივი სკოლისა და საბავშვო ბაღის დახმარების საჭიროება. შესაბამისად, „ბახვი 1 “ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გუნდმა, სოციალური პროექტების პაკეტის ფარგლებში,გადაწყვიტა მთისპირის საჯარო სკოლისა და ამ სოფლის საბავშვო ბაღისთვის, სოციალური პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ სკოლადა ბაღი ემსახურება მთისპირის თემის ოთხივე სოფელს (მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა და ვანისქედი)“

სოციალური პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შეიძინა და მთისპირის სკოლას გადასცა 5 პერსონალური კომპიუტერი,  სრული კომპლექტაციით(პროცესორი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, UPS.). ასევე, მთისპირის სკოლა, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის დახმარებით,აღიჭურვა 4 ვიდეო მონიტორინგის კამერით, რომელიც განთავსებულია სკოლის შესასვლელში, კომპიუტერულ ლაბორატორიაში და  2 კამერა შენობის გარე პერიმეტრზე. პროექტის ESG გუნდმა გაითვალისწინა სკოლის დირექტორის თხოვნა და 5 არხიანის ნაცვლად, შეიძინა 20 არხიანი სისტემა, რაც გულისხმობს, რომ მოცემული აპარატურა, სურვილის შემთხვევაში, დამატებით 16 კამერის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

„ბახვი 1-ის“ პროექტი ასევე, დაეხმარა სკოლას ბიბლიოთეკის განახლებაში და შეიძინა სკოლისთვის, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე   ქართულ და ინგლისურენოვანი კლასგარეშე ლიტერატურა.

სოციალური პროექტის ფარგლებში კომპანიამ  მთისპირის საბავშვო ბაღს გადასცა ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი,  WIFI როუტერი და უზრუნველყო საბავშვო ბაღში ინტერნეტის ინსტალაცია. (ინსტალაციის და 1 წლის ინტერნეტის სააბონენტოს გადახდა, მოხდება            კომპანიის-ის მიერ). ასევე, პროექტის გუნდმა საბავშვო ბაღისთვის შეიძინა, ჭიქები, თეფშები და  ოთახის სათამაშოები (თოჯინები, მანქანები, ბურთები, კუბიკები, კონსტრუქტორები, სახატავი დაფები და ა.შ).

მთისპირის სკოლაში ამჟამად 100 მოსწავლე სწავლოს, ხოლო საბავშვო ბაღი 21 აღსაზრდელს ემსახურება. აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები მთისპირის თემში შემავალ 4 სოფელს (მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა, ვანისქედი) ემსახურება.

დავით მიქელაძე, კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი:

_ „პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრების აქტიურ ეტაპზე იმყოფება. შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ საჭიროებები, რათა შემდგომში, სწორად დავგეგმოთ ის სოციალური პროექტები, რომელსაცკომპანია განახორციელებს „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის დამტკიცების შემდგომ ეტაპზე, საპროექტო ტერიტორიასთან შემხებლობაში არსებულ სოფლებში. შეხვედრების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვეცნობით და უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა, თუ რა სახის სოციალურ პროექტებს შევთავაზებთ ადგილობრივებს. ჩვენი მიზანია, სოციალური პროექტების პაკეტის განსაზღვრისას აქტიური როლი ჰქონდეს სწორედ მოსახლეობას და ადგილობრივების ჩართულობის ხარისხი იყოს მაღალი.

ინფორმაციის გაცნობის ეტაპზე, უკვე გამოიკვეთა ისეთი საჭიროებებიც, რომლებიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.  ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, ჩამოგვიყალიბდა კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მთისპირის მოსახლეობასთან და მათ მიერვე გაჟღერებული საჭიროებების შესწავლის შედეგად, გაგვიჩნდა სურვილი,  მოვაგვაროთ მოზარდების პრობლემები, რაც საგანმანათლებლო სივრცის კეთილმოწყობასა და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში გამოიხატა. ამ მიმართულებით განხორციელებული დახმარება, პირდაპირ პასუხობს ჩვენი კომპანიის გრძელვადიან და მდგრადი განვითარების მიზნებს, რადგანაც, მიგვაჩნია, რომ სწორედ ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა“.

ნანა ჭეიშვილი  – ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

_ ძალიან მნიშვნელოვანია „ბახვი 1 ჰესის“ პროეტის მიერ განხორციელებული დახმარება ჩვენთვის. ბიბლიოთეკაში მოძველებული წიგნები გვქონდა. დღეს კი ბევრი ახალი წიგნით ვხვდებით მოსწავლეებს. მოგეხსენებათ თანამედროვე ლიტერატურის როლი მოზარდის განვითარების პროცესში, რა მნიშვნელოვანია. აქ არის როგორც სამეცნიერო, ასევე კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა. კომპიუტერული ლაბორატორიის სრულად განახლება კი, უდაოდ ყველას გაახარებს სკოლაში. მაშინ, როცა ასე შემოიჭრა ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურობაში, მოზარდებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი. ბევრ ბავშვს სახლში არ აქვს კომპიუტერი, ამ ლაბორატორიაში კი თავისუფლად შეძლებს მოიძიოს საჭირო მასალა, შეასრულოს დავალება. ასე, რომ ღიაა ლაბორატორიის კარები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვისაც. ჩვენ კი, მხოლოდ კარგი სწავლით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ საჩუქარს.

 მაია ჩავლეშვილი  – ოზურგეთის მერის წარმომადგენელი მთისპირის თემში:

_ „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გუნდის წევრებთან ერთად არაერთი შეხვედრა გავმართეთ მთისპირის თემის ოთხივე სოფელში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემური საკითხი, თუმცა, ამავდროულად სკოლის და ბაღის დირექტორების მიერ წამოიჭრა გადაუდებელი აუცილებლობის თემები, რომელთა გადაწყვეტას „ბახვი 1 ჰესის“ გუნდი დაგვპირდა და სასწავლო წლის დაწყებამდე შეასრულა კიდეც. საბავშვო სკოლაც და ბაღიც მოსწავლეებს წელს განახლებული ინვერნატით დახვდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი სათამაშოები და ჭურჭელი ბაღისთვის, ასევე, საგაკვეთილო პროცესში ასე საჭირო ფართოეკრანიანი სმარტ ტელევიზორი. რისთვისაც, დიდი მადლობა „ბახვი 1 ჰესის“ პროექტის მენეჯმენტს.  

ავტორი გაზეთი „ალიონი“.

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 84
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 79
    ბახვი 1 ჰესის პროექტის გაცნობის მიზნით, პროექტის მენეჯმენტი კლიმატის ცვლილების სამოქმედო რეგიონულ ჯგუფს შეხვდაბახვი 1 ჰესის განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ მენეჯმენტი, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის ბახვი 1 ჰესის წარდგენის მიზნით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს განაგრძობს. 2021 წლის 14 ივლისს, ქ.ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფის წევრები „ბახვი 1 ჰესის“ პროექტს გაეცნენ.  ჯგუფი,  ევროკავშირის დაფინანსებით,…
  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 76
    კომპანია CCEH – ის საერთაშორისო ექსპერტი გარემოს დაცვასა და სოციალურ საკითხებში, პიერ ბიდერმანი ბახვი 1 ჰესის კვლევებში ჩაერთო  https://www.youtube.com/watch?v=w579zlNp3NY   სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის მიერ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ზომის ბახვი 1 ჰესის პროექტი, ჩაღრმავებული კვლევების ეტაპზე გადავიდა. კომპანია კვლევებს, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს, რაც გულისხმობს, საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის…