მინდა მივმართო ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, _ ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც მიმართა, რომ არჩევნების მეორე ტურის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ძალისხმევა არ დაიშურონ.

_„ახლა წინ მეორე ტურია. საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს, მიუხედავად იმისა, პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები, თუ პარტიის მიერ დანიშნულები, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს! კარგად ჩატარებული არჩევნებია სწორედ დემოკრატიის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ მათ ხედავთ ახლა ჩემს გვერდით. ეს არის არასრული შემადგენლობა საარჩევნო ადმინისტრატორებისა, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ქართულ დემოკრატიას. ჩვენი გუნდი შრომობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებახმა მისცეს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. მინდა მივმართო მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი კომისიების ძალისხმევით, მათ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, -_განაცხადა კალანდარიშვილმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 61
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ცესკო-ს თავმჯდომარე - მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი, ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და იზოლაციაში მყოფებისთვის 29 სპეციალური უბანიარჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 088 722-ს შეადგენს, _ ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კალანდარიშვილმა მიმართა დამკვირვებლებს ყურადღებით…
  • 53
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 50
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 48
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…