დღეს, ყველაზე დიდი მოკრიმანჭულეს, საქართველოს სახალხო არტისტის მიხეილ შავიშვილის დაბადების დღეა. 101 წლის გახდებოდა ბატონი მიშა -ჩემი მასწავლებელი, უდიდესი ლოტბარი და პიროვნება. მისი ღვაწლი ქართული ფოლკლორის წინაშე, ახალგაზრდებში ხალხური სიმღერის მიმართ ინტერესის გაღვივებაში განუზომლად დიდია. მიშა იყო პირველი ლოტბარი, ვინც პირველი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კრიმანჭული“ შექმნა საქართველოში. მას შემდეგ შეიქმნა ბრწყინვალე ანსამბლი “მართვე” და სხვა ბევრი ბავშვთა ანსამბლი.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უსაზღვროდ საინტერესო ბავშვობა მის გვერდით გავატარე.

ბატონი მიხეილ (მიშა) შავიშვილი დაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში. მისი სიმღერის პირველი მასწავლებელი იყო დედა, ვერა ვაშალომიძე, მეჩონგურე და მოკრიმანჭულე. მისი დედმამიშვილებიც მომღერლები იყვნენ. და – ჟენია – შემდგომში გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულე ქალი გახდა. 11 წლისამ ლიხაურში “ალეგროს” დღესასწაულზე გაიცნო ცნობილი მომღერალი-მგალობელი, მღვდელი ნესტორ კონტრიძე და გახდა მისი მოწაფე. მეცხრე კლასის მოსწავლე უკვე სოფლის სკოლის გუნდს, შემდგომ კი სოფლის გუნდს ედგა სათავეში.

თხუთმეტი წლისა გახდა ვარლამ სიმონიშვილის მოსწავლე. 1936–1937 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლიგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულეა. ანსამბლის ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი იყო.

1941–1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1957 წელს ის გახდა თბილისში ანსამბლ „შვიდკაცას“ (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე) სოლისტი. 1959 წელს ანსამბლის დაშლის შემდეგ მან მახარაძის რაიონში ჩამოაყალიბა ანსამბლი „შვიდკაცა“. 1974 წელს შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი „კრიმანჭული“. ამან დასაბამი მისცა რაიონებში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას. „შვიდკაცას“ პარალელურად მ. შავიშვილი ხელმძღვანელობდა სოფელ ქაქუთის გუნდს. 1961 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1983 წელს კი სახალხო არტისტის წოდება.

მიხეილ შავიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, დაკრძალულია ოზურგეთში_წერს საკრიმანჭულო საზოგადოება თავის ფეისბუქგვერდზე..

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…