საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას, ასევე შეხვდა მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გმირის დედას, მამულისათვის თავდადებული შვილის აღზრდისთვის.

_დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა, რომელიც 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. მან სამშობლოს კეთილდღეობას და ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვაჟკაცობისა და თავგანწირვის სიმბოლოდ! ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი!”- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. იგი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 61
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 56
    დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენია დაბადების დღეადღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და ომის ვეტერანებმა ყვავილების გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი. -ზაზას ბავშვობიდან ვიცნობდი. ერთად დავდიოდით ცეკვაზე ანზორ გვარამაძის ქორეოგრაფიულ ჯგუფში. მისი გმირობა სამაგალითოა. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას _თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა…
  • 55
    ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო.ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო. _ „ დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. კომანდოს ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა, როდესაც სანგარში ჩავარდნილ…
  • 54
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 52
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…