„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს:
_„ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინ, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ოზურგეთის მერიის და მისი სამსახურების თითოეულ თანამშრომელს, საჯარო მოხელეებს: მადლობა, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ და მხარი დაუჭირეთ ოზურგეთის განახლებას! არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სწორედ თქვენნაირ ადამიანებთან ვაპირებ მუშაობას _ საჯარო მოხელეებთან, ვინც არ დაემორჩილეთ მანიპულაციას, მუქარას, რომ თითქოს სამსახურებს დაგატოვებინებდნენ, თუ მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნებს წააგებდა. ის პირველ ტურში დიდი სხვაობით დამარცხდა და მეორეში, კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება. ახლაც იქნება მცდელობები, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვინც დიდი ხანია ხელს უშლიან ოზურგეთში პროფესიონალი კადრების დაწინაურებას და სამსახურებრივ გავლენას, ასევე, ნათესაურ კავშირებს ბოროტად იყენებენ. მჯერა, ამ შეურაცხყოფას ერთად ვუპასუხებთ 30 ოქტომბერს!
თითოეული პროფესიონალი, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში და ერთგულად ემსახურება საზოგადოებას და ქვეყანას _ სჭირდება ოზურგეთს. ველი თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“! _ აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
მსგავსი სტატიები
- 76
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 65
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 64
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 63
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…