თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე, ვაქცინაციასა და პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი​ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ თუ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, უახლოეს პერიოდში არც ერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება.

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის ძალიან მაღალია. თუ ამ ტემპით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნება და უახლოეს პერიოდში არცერთი საწოლი თავისუფალი არ იქნება.

ჩვენს კლინიკას ბოლო 12 დღის განმავლობაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს არის ცუდი ინდიკატორი.

ეს არის მეხუთე ტალღის დასაწყისი. ასეთი მაღალი ციფრებით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში

მეორე მომენტია, იწყება სეზონური ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელება, ტვინდემია ახალი ტერმინი არ არის ის მანამდეც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. ორივე ერთად ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის.

შესაძლებელია ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი. ან შეიძლება იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება. ფაქტი ჯიუტია, რომ მასობრივი ვაქცინაცია უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მომტანია“, _განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ასევე, პოპულაციურ იმუნიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემია რეგრესს მაშინ განიცდის, როდესაც ქვეყანაში იარსებებს პოპულაციური იმუნიტეტი.

პანდემია რეგრესს განიცდის მაშინ, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციის იმუნიტეტს წარმოქმნის 2 ფაქტორიეს არის ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ამათი ჯამი შეადგენს 80%, ამის შემდეგ სწორედ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. იმისთვის, რომ დაავადებამ განიცადოს უკუგანვითარება მოსახლეობის 60-80% უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაციის პრობლემა ქვეყანაში გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა. პირველი, არის ის, რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებული თუ რა არის ვაქცინების ბიოლოგიური შინაარსი. ვაქცინაცია უნდა იყოს გლობალური და არა წერტილოვანი. თუ აქცინაცია არის გლობალური მაშინ ის ეფექტურია.

ჩვენ არ დავიცვათ არსებულ რეგულაციებს, მედიცინა ჩვენი ქვეყნის ძალიან მალე ჩიხში შევა. დადგება მომენტი, როდესაც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გამოიფიტება და სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა დარჩეს მედპერსონალის გარეშე“, – აღნიშნავს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 70
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 61
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…