საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში, დღეს დილით, ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.

იგი ოზურგეთის თეატრის მსახიობთა იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომლებმაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული დიდი წარმატება მოუტანეს ამ  თეატრს.

ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“) , ჭოლა („პირველი მერცხალი“), ნიკო („გაქცევა გათენებისას“), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“), ერმილე მამალაძე („მევლუდი“).

ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „კავკასიის ტყვე“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“, „თბილისი, პარიზი, თბილისი“, „ჟამი მოქცევის“, „სათნოებათა კიბე“ და სხვა.

ოზურგეთის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

„ძნელია იპოვო სიტყვები… ჩვენი საამაყო და ერთგული ამირან ქადეიშვილი შეუერთდა მარადისობას!!!

გვიყვარდა და ვუყვარდით. გვეამაყებოდა მისი ადამიანობა, ნიჭი, თავმდაბლობა, პიროვნული სითბო და ხიბლი… თვითონ ოზურგეთის თეატრით ამაყობდა…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს და პირველ რიგში, ქალბატონ ალდონას, ალდონა ერქომაიშვილი ვინაც მოკლე ხანში დაკარგა ძვირფასი ადამიანები – ძმა, ანზორ ერქომაიშვილი და მეუღლე – ამირან ქადეიშვილი, მისთვის ოჯახის წევრები, ჩვენთვის კი ქართული კულტურის ბუმბერაზი და გამორჩეული სახელები“+_წერს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი თავის ფეისბუქგვერდზე.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 70
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 69
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 65
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…