„მინდა გამოვეხმაურო არჩილ თალაკვაძის ძმის (ერთგვარი რუდიმენტის), „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის სიამაყით აღნიშნავს, რომ მოქმედი მერი კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნების პირველ ტურში 15%-იანი სხვაობით დაამარცხა. მინდა ვკითხო მას (მათ)? რომ არა თქვენს ლოკალურ ,,შტაბებში“, რომლებიც სხვადასხვა სოფელში გქონდათ დაფუძნებული მოქალაქეების დაბარება და მათი დაშინება შეეცვალათ პოზიცია, რომ არა ადამიანების სიღარიბით სარგებლობა და მათი 250 და 500 ლარად მოსყიდვა და სხვა ელემენტარული საჭიროებებით დაკმაყოფილება, რომ არა თქვენი შტაბის წევრების მხრიდან ოპონონტების შანტაჟი და დაშინება, მიიღებდით კი ამ 15%-იან სხვაობას? მაშინ, როცა მოქმედმა მერმა ყოველგვარი უსინდისობის გარეშე, მხოლოდ ნაკეთები საქმეების ხარჯზე, ვინმესთან გარიგების გარეშე, მიიღო ოზურგეთის მოქალაქეების მხარდაჭერა! ფაქტი ცხადია და ხილული, არც ნაცმოძრაობის ხარჯზე გადასულა კონსტანტინე შარაშენიძე მეორე ტურში, რადგან ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ხმების სოლიდური რაოდენობა მიიღო.

რაც შეეხება, განცხადებაში მოყვანილ ფაქტს, მოქმედი მერის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებისა და ამის გამო, სასამართლოს მიერ მისი კანონის დამრღვევად ცნობის შესახებ, წარმოადგენს აბსოლუტურ ტყუილს და აღნიშნული შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ იაფფასიან აგიტაციას, რადგან მსგავსი ბრალდების საფუძველზე, საქმე მართლაც მიმდინარეობდა ოზურგეთის საქალაქო სასამართლოში, რაც საბოლოოდ კონსტანტინე შარაშენიძის აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა და ეს ყოველივე ცნობილი გახლავთ ოპონენტებისთვის.

თანხა, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მერის არჩევნების პირველ ტურში დახარჯა, თავისი სიდიდის და უკიდეგანოდ დიდი მოცულობის გამო, შეიძლებოდა მოხმარებოდა ბევრ კეთილ და კარგ საქმეს, შეიძლება დახარჯულიყო ბევრ სოციალურ პროექტზე, მაგრამ სამწუხაროდ, დაიხარჯა ამორალურ, ყოველგვარ ზღვარს გადასულ ,,გულის ამრევ“ საარჩევნო საქმიანობაში, რომელიც ზემოთ ხსენებულმა ძმებმა განახორციელეს და კიდევ აპირებენ განხორციელებას.

იბრძოლეთ სუფთად! საცოდაობაა და დიდი სირცხვილი, როცა ადამიანებს მეორე ტური მხოლოდ იმიტომ უხარიათ, რომ დამატებით თანხებს აიღებენ თქვენგან და თქვენი დამფინანსებლებისგან! მაგრამ ოზურგეთელი კაცი საბოლოოდ მაინც არ გაიყიდება! ამ ქალაქს, ამ სოფლებს ცხოვრების განსაკუთრებული, კაცური წესი აქვთ, სადაც უწესობის და უზნეობის ადგილი არ არის!!!“ _წერს ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 74
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 74
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 74
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…