დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში ამ სკოლის ამაგდარ პედაგოგს ციური ბაბილოძეს ოზურგეთის განათლების რესურსცენტის უფროსმა ლელა იმედაშვილმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების დამადასტურებელი სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა.

_განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროფესიული ცენტრმა შემოგვთავაზა წარგვედგინა მუნიციპალიტეტის საუკეთესო პედაგოგი ამ ჯილდოზე. ჩვენ არჩევანი ქალბატონ ციური ბაბილოძეზე  გავაკეთეთ. იგი ამას იმსახურებს_განაცხადა ლელა იმედაშვილმა.

ციური ბაბილოძის თქმით იგი ასაკს არ მალავს, 80 წლისაა და აქედან 70 წელი სკოლას უკავშირდება, როგორც მოსწავლის ისე მასწავლებლის სახით. 1964 წელს მივიდა იგი მერიის საჯარო სკოლაში და მას შემდეგ დარსა თუ ავდარში მისი გზა სოფელ ჭანიეთიდან ოზურგეთის გავლით სოფელ მერიისკენ მიემართება. იყო უტრანსპორტობა, უშუქობა, გაჭირვება, მიზერული ხელფასი, მაგრამ მას სკოლა არ მიუტოვებია, პირიქით მიაჩნია, რომ სკოლა მისთვის მეორე ოჯახია და ბოლომდე იხარჯება აქ.

ციური ბაბილოძემ სკოლას მის მიერ კალიგრაფიულად გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა საჩუქრად.

ციური ბაბილოძეს ჯილდო მიულოცეს სკოლის დირექტორმა ავთანდილ კეჭაყმაძემ, პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, ოჯახის წევრებმა.

მსგავსი სტატიები

  • 51
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 49
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 49
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 48
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…