დღეს, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, ლოტოტრონის პრინციპით, ის 5 საარჩევნო უბანი გამოვლინდა, რომელთა ბიულეტენებს ხვალ გადაითვლიან.

როგორც კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ  საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადა, საარჩევნო კოდექში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად გადაითვლება ბიულეტენები.

სპეციალური ლოტოტრონით გამოვლინდა 5 უბანი. ესენია:  #17 ასკანის საარჩევნო უბანი; #25 დვაბზუს საარჩევნო უბანი; #32 ლიხაურის II საარჩევნო უბანი; #50 ცხემლისხიდის საარჩევნო უბანი; #53 ჭანიეთის საარჩევნო უბანი.

სხდომაზე ხმის დამთვლელებიც გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ