ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი წინასაარჩევნო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

დამოუკიდებელი მერობის კანდიდატოს მხარდამჭერებმა კონსტანტინე შარაშენიძის საცხოვრებელი სახლიდან, სადაც მისი საარჩევნო შტაბია განთავსებული, ქალაქის ცენტრალურ  ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ოზურგეთის ცენტრალური უნივერმაღის გვერდით მდებარე სკვერში მიტინგი  გამართეს.

„ოზურგეთი არ იყიდება“, „არა ძალადობას“, „არა მოსყიდვას“, „არა გაყალბებას“, _ეწერა ტრანსპარანტებზე.

_მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, ამომრჩეველზე  როგორი ზეწოლა, მოსყიდვა და დაშინება ხდება.  ჩვენ უარი ვუთხარით ძალადობას, მოსყიდვას და ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთშექმნილია ზონდერების ჯგუფები და  ვიცით, რა უქნეს ჭანიეთელ გოდერძი ქავთარაძეს. ცემეს, ყურებიდან სისხლი სდის,  გააუბედურეს ადამიანიარა ძალადობასოზურგეთი არ იყიდება! …უცნაური რამ მოვისმინეთ,_ ოზურგეთი და თიანეთი უნდა დავიბრუნოთო. კი, მაგრამ ვინ წაგართვა? რა ჭირთ დასაბრუნებელი?  დასაბრუნებელი რომელიც არის_ კოდორი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ, პრემიერო!“ – სკანდირებდა  შოთა გოგიბერიძე.

ქალაქის ცენტრში გამართულ მიტინგზე კონსტანტინე შარაშენიძემ  ოზურგეთელებს მიმართა:

_თავად ხედავთ როგორი ზეწოლისა და მოსყიდვის ქვეშ მიმდინარეობს მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესი… მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოზიციური თუ ოპოზიციური განწყობისა, ყველა ადამიანი, ყველა ოზურგეთელი ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია, მე ყველას მერი ვარ…ვერ გავიგე, რომელია კანდიდატი! ბაღის ბაღანასავით დაათრევს  აქითიქითდაშინება, მოსყიდვა, ძალადობაპატიმრების ფაქტით სპეკულირებენ.  ჭანიეთელი კაცი მოკლეს ცემითდააკნინეს ხალხი. პირობითი სასჯელის მოხდაზე სპეკულირებენმე არცერთი თქვენგანისთვის არ დამივალებია, მიდით,  ის, იმის ოჯახის წევრი,  გადმომიყვანეთ ჩემს მხარესმეთქი! ან ტელეფონით გადაიღეთ, გადმოიბირეთ ვინმემეთქიამას არასდროს გაკადრებთქართული ოცნების კანდიდატმა, არაფერი გაუკეთებიაო… 4 წელი, რაც შემეძლო, არ დამიზოგავს თავიერთხელ მოვიშორეთ მოძალადეები. მეორედაც უნდა მოვიშოროთ ის მოძალადეები! ზონდერები ჰყავთ მობილიზებული,  გურულად რომ ვთქვათცალტვინა ხალხი. ოღონდ კოტე არ იყოსო, ამიტომ.  მე რომ დანაშაული მქონდეს სახელმწიფოს, თქვენ ან ვინმეს წინაშე,  დღეს თქვენთან არ ვიქნებოდი. მე თქვენთან ერთად არასდროს გამიჭირდება! ჩემი გამარჯვება, ოზურგეთის გამარჯვებაა! მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, სახალხო, საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი და    გამარჯვება საქართველოს მასშტაბით უნდა ვიზეიმოთ! ყველა სოფლის, ყველა ქუჩის, სოფლის საზღვრებიანად ზეპირად ვიცი! ყველას გვერდში  ვუდგავარ1937 წელს ვადარებ! ეს არ მომხდარა ოზურგეთში! ხალხს დასდევენსად არიან ის ხალხი, ვისაცქართული ოცნების“  დამფუძნებელი ჰქვიოდა. ერთი აგერ ვარ, ახლა დამოუკიდებელი კანდიდატი. სად არიან დანარჩენები, დამფუძნებელს აღარ უნდა ეს პარტია. კლანად იქცაარავისთან ჩხუბი არ მინდა და  დაპირისპირება. თუმცა, ზოგმა ჭკუა ვერ ისწავლა_განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.

აქციის მონაწილეებმა სვლა გააგრძელეს. მივიდნენ  ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისთან და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    დიეგო მარადონა_ერთი წელი მის გარდაცვალებიდანდიეგო არმანდო მარადონა — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. იგი შარშან, 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. ლეგენდარული დიეგო მარადონა მოედანზე…
  • 61
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 54
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 53
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…