„გურიის ჩაის გზის პროექტი“, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და  ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გურიაში, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების აღდგენა და ტურისტებისთვის გამოცდილების შეთავაზების  შესაბამისი ფორმების ძიება-განვითარება, ასევე,  გურული ჩაის ხარისხის სტანდარტიზაცია, გასაღების ბაზრების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და ბრენდინგისა და  შეფუთვების შექმნა, იქნება ის საქმიანობა, რომლითაც უნდა დაკავდეს „ასოციაცია ჩაის გზა“, ეს კი შესაძლებელი გახდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH – ის (რომელიც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელია) დახმარებით.

„ასოციაცია ჩაის გზის“ პრეზენტაციას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში გაიმართა,  ასოციაციის დამფუძნებელი ალეკო მამეშვილი,  დონორი ორგანიზაციების, კომპანია CCEH-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მენეჯმენტი და ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმოადგენლები ესწრებოდნენ.  შეხვედრა ღია ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა იმსჯელეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, განიხილეს განხორციელების ეტაპები, დონორი ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხი და დასახეს უახლოესი მომავლის გეგმები.

პრეზენტაციის მონაწილე მხარეების ინტერვიუები, იხილეთ, ჩვენს ვიდეო რელიზში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 69
    ჩაის გზის ასოციაციის პრეზენტაცია   26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 67
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…