დიეგო არმანდო მარადონა — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. იგი შარშან, 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.

ლეგენდარული დიეგო მარადონა მოედანზე და მის გარეთ ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა.

ახლაც ასეა, რადგან ის დონ დიეგოა, ფეხბურთელი რომლის მსგავსი კიდევ როდის დაიბადება არავინ უწყის.

მარადონას ამა თუ იმ ორიგინალური ფრაზებს არაერთხელ დიდი გამოხმაურება მოჰყოლია და დღემდე ასეა. გთავაზობთ MySports.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მარადონას ცნობილ ფრაზებს:

„არგენტინა – ეს მე ვარ!“

„მე გარკვეულწილად პოლიტიკოსებზე უკეთესი ვარ: ისინი საჯარო ხალხია, ხოლო მე პოპულარული“.

„თუ მოვკვდები,  სამყაროს კვლავ დიეგო არმანდო მარადონად მოვევლინები. მე ფეხბურთელი ვარ, რომელსაც ხალხისთვის სიხარული მოაქვს და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია“.

„პოლიტიკოსების მსოფლიოში ფულის დახმარებით არჩევნებში იმარჯვებენ, ხოლო ფიდელა კასტრომ ყველა შაშხანის დახმარებით დაამარცხა, რადგან „კვერცხები“ აქვს! მე მიყვარს კუბა!“

„ჩემს ქვეყანაში პოლიტიკოსები მდიდრდებიან, ხოლო ხალხი მათგან არაფერს იღებს. პოლიტიკაში წასვლა ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ მათ უარი ვუთხარი, რადგან ხალხისთვის ფულის მოსაპარად არ გამოვდგები“.

„ღმერთი მხოლოდ მას ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება“.

„ნებისმიერი ვინც ქურდს მოპარავს პატიებას იმსახურებს“.

„დიახ, რომის პაპის წინააღმდეგ წავედი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ვატიკანში ჩავედი და ოქროს სახურავები ვნახე. შემდეგ გავიგე პაპი როგორ ამბობდა, რომ ეკლესია ღარიბ ბავშვებზე ზრუნავს. ეშმაკმა დალახვროს, გაყიდე სახურავი და რაღაც მაინც გააკეთე!“

„ვატიკანი ჩემთვის სრული სიცრუეა, რადგან იმის მაგივრად რომ ხალხს მისცეს, ყველაფერს ართმევს. ყველა პაპი ასე აკეთებდა და არ მინდა, რომ ფრანცისკი მათი გზით წავიდეს“.

„მე გავანიავე ყველაფერი რაც მქონდა. ახლა უბრალოდ ოჯახური ცხოვრებით დატკბობა მინდა“.

„მხოლოდ ჩემს ორ შვილს ვაღიარებ – დალმასა და ჯანინას. დანარჩენები ჩემი ფულისა და შეცდომების პროდუქტია“.

„დედა ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარ. დედას არასოდეს ვეწინააღმდეგები“.

„ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ, რომ ნარკოტიკებმა ყველაზე ღირებულის ნახვის საშუალება არ მომცეს – ჩემი გოგონების გაზრდის“.

„ჩემი გოგონებისთვის კერპი ვარ და ეს სრულებით მაკმაყოფილებს“.

„ჩემმა გოგონა ჯანინამ მკითხა: „მამიკო რატომ აღარ თამაშობ ფეხბურთს, ისე როგორც ვიდეოშია?“. ამ მომენტში თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ფეხები მომკვეთეს“.

„ცოლისთვის არასოდეს მიღალატია. ეს რომ გამეკეთებინა მაინც არ ვაღიარებდი“.

„ქალები მიყვარს! ახლა ვერონიკას ვხვდები, რომელიც 31 წლისაა. ის ქერა და ძალიან ლამაზია!“

„ჩემს შესახებ ჭორებს ნუ ავრცელებთ. რა თქმა უნდა, ჩემი მოთამაშეები მიყვარს, მაგრამ დასაშვებ ფარგლებში“.

„კარგია, რომ მსოფლიოში ჰომოსექსუალები არიან. ისინი ჩვენ უფრო მეტ ლამაზ ქალებს გვიტოვებენ“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, ხალხი რას ფიქრობს ჩემზე როგორც მწვრთნელზე. მე 23 ფეხბურთელი მყავს და მათთან ერთად სიკვდილისთვის მზად ვარ. მე სასტარტო შემადგენლობისა და სათადარიგო მოთამაშეებზე არ ვსაუბრობ. 23 მეომარი მყავს და თამაში თითოეულს შეუძლია“.

„დაიმახსოვრეთ: ისეთი მწვრთნელები როგორიც მენოტი, ბილარდო ან მარადონაა მიდიან და მოდიან. ნამდვილი გამარჯვებულები ყოველთვის მოთამაშეები არიან“.

„მწვრთნელმა, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ მეტოქე კიდევ უფრო არ დაამწუხროს“.

„ის ვინც იტყვის, რომე მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდად ითამაშა იდიოტია“.

„მესისთან დაკავშირება შეუძლებელია. ობამას უფრო ადვილად დაურეკავ, ვიდრე ლეოს“.

„ლეო წარმოუდგენელი ტალანტია, რომელსაც უნიკალური ნიჭი აქვს ბურთთან ერთად ისეთ რამ გააკეთოს, რასაც ვერ წარმოიდგენ. ამიტომ, ის განსაკუთრებულია. ამავე დროს, მესის ოსტატობაზე მხოლოდ მაშინ არ უნდა ისაუბროთ, როდესაც ბურთითაა, რადგან მისი თამაში ამაზე კიდევ უფრო მეტია. ის გუნდისთვის უბურთოდაც ბევრს მუშაობს და ოპონენტებს ცხოვრებას ურთულებს. „ბარსელონა“ ბურთს როდესაც არ აკონტროლებს, პარტნიორებმა იციან, რომ დაცვის ორგანიზებისას შეუძლიათ მისი იმედი ჰქონდეთ. დიახ, ის ჯადოქარია. ამავე დროს, იგი ძალიან შრომისმოყვარეა“.

„ხელს მოვიჭრიდი, რომ ნაკრებში კვლავ ვიმუშავო ან სიცოცხლესაც მივცემდი. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე დაბრუნების შანსი მაქვს. მე შურისძიება მსურს (გერმანიასთან 0:4 მარცხისთვის)“.

„ფაბიანომ ბურთი ხელით გაისწორა. ერთადერთი გოლი არსებობს, რომელიც „ღმერთის ხელის“ დახმარებითაა გატანილი“.

„იმის შესახებ დებატები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მე ვარ თუ პელე არ იქნება. ყველა იტყვის, რომ საუკეთესო მე ვარ. ხალხმა ხმა მე მომცა და პელესთან პრიზის გაყოფას არ ვაპირებ. საერთოდ, პრიზის გაყოფას არავისთან ვაპირებ“.

„პელეს თავის მუზეუმში დაბრუნებას ვურჩევ“.

„პელეს სინდისზე ერთი კი არა, ოთხი მოთამაშის ტრავმაა, შენ კი ფრანც (ბეკენბაუერს, რედ.) ყოველ შანსს იყენებდი, რომ მეტოქისთვის იდაყვი ზურგში ჩაგერტყა“.

„ბრაზილიაშიც კი პელე საუკეთესო სპორტსმენების სიაშია მეორეა აირტონ სენას შემდეგ. ის მეორედ ყოფნისთვისაა განწირული, როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ასევე ბრაზილიურ სპორტში!“

„ჯილდოს, რომელიც ფიფამ პელეს მიაკუთვნა ნეხვის ფასიც არ აქვს“.

„ნეაპოლელებმა საუცხოოდ იციან, რომ „ნაპოლი“ მხოლოდ ჩემი წყალობით იგებდა. 1987 წლამდე სამხრეთ ჩრდილოეთი არასოდეს დაუმარცხებია“.

„40 წლის ასაკში იმდენი რამ ვნახე, რომ ეს მთელი 70 წელი მეყოფა. ვილა ფიორიტოს ჭუჭყიდან მსოფლიოს მწვერვალზე ავედი. ახლა ის უნდა გავიაზრო ამ ყველაფერს რა მოვუხერხო“.

„ფსიქიატრიულ კლინიკაში სადაც ვმურნალობდი ერთი თავს ნაპოლეონად მიიჩნევდა, ხოლო მეორე სან-მარტინად. მე არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვიყავი“.

„ამჟამად, ინგლისელი მოთამაშეები არიან, რომლებიც ვარსკვლავებად თავის კლუბებში მიიჩნევიან და არა ქვეყანაში. ეს რთული ასახსნელია“.

„ხალხმა არ იცის, რომ ასობით ისეთი ბიჭი როგორიც ბექჰემია მთელ მესამე სამყაროში ქუჩაში ტვრიან მოედნებზე თამაშობენ“.

„პრობლემა ისაა, რომ „რეალში“ ყველა ფეხბურთლი ვარსკვლავია, ვიღაცამ „შავი სამუშაოც“ ხომ უნდა გააკეთოს“.

„მოდით, სუარესი გუანტანამოშიც ჩავკეტოთ. მან ვინმე მოკლა? ეს ფეხბურთია, სადაც ადგილი ორთაბრძოლებსაც უნდა ჰქონდეს. ფიფა მაფიასავით იქცევა“.

„ბრაზილიელები უნდა გავარდნილიყვნენ, პელე იდიოტია“ (მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილია-ჩილეს მატჩის შესახებ).

MySports.ge-

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 79
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 75
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 73
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 67
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 65
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…