ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, მსოფლიოს გენერალ მოოდუკვანის ტანგსოოდოს ფედერაციამ (პრეზიდენტი კოე ვონგი, 10 დანი) მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლობა საქართველოში, გურიაში, ოზურგეთში გაიხსნა.

ფედერაციის წარმომადგენელი ადგილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის მთავარი მწვრთნელი და მოქმედი სპორტსმენი,  ირაკლი ტუღუში ოფიციალურად გახდა ( შავი ქამარი, 3 დანი).

_„ოფიციალურად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მსვლელობა, რომ საქართველოში გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის ფილიალი გახსნილიყო. მოოდუკვანი კორეული საბრძოლო ხელოვნების სახეობებს მოიცავს. ამჯერად ჩვენი ფედერაცია, ტანგსოოდოს და ტაეკვონდოს ხაზით იმუშავებს. ჩვენ გავხდით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფედერაციის გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის წევრი. ეს ძალიან დიდი პატივია. მადლობას ვუხდი მსოფლიოს გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის ფედერაციას, მის პრეზიდენტს ბატონ კოე ვონგს. გეტყვით იმას, რომ ტანგსოოდოს ეუფლებოდა ცნობილი მსახიობი და პროფესიონალი სპორტსმენი ჩაკ ნორისი. საქართველოში ამ ფედერაციის გახსნა და განვითარება დიდი პატივია. ჩვენ უშუალო კონტაქტი გვექნება მსოფლიოს გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის მსოფლიო ფედერაციასთან. სამხრეთ კორეიდან საქართველოში სერთიფიკატები 13 ოქტომბერს გამოიგზავნა და 29 ოქტომბერს ჩამოვიდა. ამ უდიდესი ფედერაციის წევრობა ჩვენთვის დიდი პატივია.ჩვენი წარმატებული მოსწავლეები უკვე შავ ქამარს სამხრეთ კორეიდან მიიღებენ“, – ამბობს ირაკლი ტუღუში.

p.s. ჩვენი მოკრძალებული შენიშვნა გვინდა ვთქვათ, ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის მიერ მსგავსი ინფორმაციების გავრცელების წესების გამო. ოზურგეთელი სპორტსმენების მიღწევებს (ეს არ ეხება რაგბს, ფეხბურთს) მანამ ვერ გამოაქვეყნებენ მედიაში (სპორტსმენები გაფრილებულნი არიან), ვიდრე ეს მათ ვებ.გვერდზე არ აიტვირთება. ირაკლის წარმატებების შესახებ 5 დღის წინ გავიგეთ. იმის გამო, რომ ვებ.გვერდზე ატვირთვას ველოდებოდით, გაზეთ „ალიონის“ მომდევნო ნომერში მისი გაშვება ვერ შევძელით. ვფიქრობ, ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 57
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    კოტე სარიშვილი – „ხომ ვართ წარმატებული მარიხუანას კულტურის მოყვანაში? რატომ არ უნდა ვიყოთ ასეთივე წარმატებული სხვა კულტურებთან მიმართებაში“კოტე სარიშვილი – „ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით…