ლიხაურის სკოლის პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის გასწრივ კაკლის ხეების მოჭრის გამო „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართავს:
_„პასუხი უნდა აგოთ ვანდალიზმისთვის რაც ამ ორ დღეში ჩაიდინეთ სოფელ ლიხაურში. ასევე პასუხს მოვთხოვთ გურიის სატყეო სამსახურს:
რომელმაც გასცა ნებართვა და მოჭრილ იქნა დაახლოებით 20 ძირი ჯანსაღი მსხმოიარე კაკლის ხეები და სხვა ჯიშის ხეები , საოცრად რომ ცოცხლებდა და აგრილებდა აქაურობას.
სამწუხაროდ თვითიზოლაციის გამო, გვიან შევიტყვე ამ ფაქტის შესახებ.



ვინ იცის კიდევ რამდენი ხე აქვს კომპანიას დანომრილი მოსაჭრელად.
გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციასა თუ ნებართვებს.


ვინ მოგცათ უფლება ჩაიდინოთ ვანდალიზმი? ის რაც წლეები ამშვენებდა ამ სანაპიროს, ორ დღეში გაანადგურეს.“-წერს ირმა გორდელაზე თავის ფეისბუქგვერზე.
აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს „ენერგო პრო ჯორჯია“:
_„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, სადაც მიმდინარეობს ხე მცენარეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში გადაბელვა გადის მაღალი ძაბვის სადენები. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა საჭირო უწყებიდან აქვს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების განსახორიცელებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი ხე-მცენარეების მოჭრა და გადაბელვა, რომელიც მდებარეობს სადენის დაცვის ზონაში, დაცვის ზონას შესაბმისი დადგენილება განსაზღვრავს. იმისათვის რომ ელ. ენერგიის მიწოდება არ შეფერხდეს, აღნიშნული სამუშაოების განხორციელბა აუცილებელია, ასევე მთავარია ადამიანის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე.“
მსგავსი სტატიები
- 71
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62
1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 57
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 55
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
- 55
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…