დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება.
12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი უნარ-ჩვევები გამოავლინეს და გააზრებული, კარგი თამაშითაც წარმოაჩინეს თავი.
შეჯიბრების ფავორიტად თავიდანვე დასახელდა 7 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა შეჯიბრებებში დაგვამახსოვრა თავი, როგორც ნიჭიერმა და იმედის მომცემმა მოჭადრაკემ. მან როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც კარგად ითამაშა და 10 შესაძლებლობიდან, 9,5 (!) ქულით, პირველობა არავის დაუთმო. ლაზარეს ეს წარმატება ბუნებრივად ასოცირდება მის დედათან – წმ.ნინოს სახელობის სკოლის პედაგოგთან, ხუთი შვილის დედასთან – თამუნა ქათამაძესთან, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ფინალში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის სახელით იასპარეზა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მაშინ სკოლის გუნდმა (მერაბ ვასაძე, გიორგი მკურნალიძე, მიშიკო ქურიძე და თამუნა ქორიძე, დირ. ირინა ინარიძე) ბრწყინვალედ ითამაშა და გორის გუნდთან მე-3 მე-4 ადგილი გაიყო, ხოლო I და I I ადგილზე შესაბამისად ქუთაისის და თბილისის გუნდები გავიდა.
კარგად ითამაშა და მიზანსწრაფულობა გამოავლინა რომან დოლიძემ, რაც შედეგშიც აისახა,მან 8 ქულით მეორე ადგილი დამაჯერებლად მოიპოვა. თანატოლებში პირველი ოფიციალური წარმატებაა გაბრიელ ბარამიძის მესამე ადგილი. მისი მწვრთნელის გიორგი გოგოლაურის თქმით, იგი ყოველდღიურად იმაღლებს სათამაშო დონეს და მალე ალბათ სერიოზულ კონკურეციას გაუწევს მის ტიტულოვან ძმას ნიკოლოზს, რომელიც რეგიონალურ და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში სერიოზული წარმატებებს აღწევს. დადებითად უნდა შეფასდეს საპრიზო ადგილების მიღმა დარჩენილი მოჭადრაკეების- ერეკლე ანდღულაძის, საბა ერისთავის და სესილი გოგოლაშვილის თამაშიც. პრიზიორი და სხვა წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით და შესაბამისი დიპლომებით.
ტურნირი ორგანიზებული იყო გურიის ჭადრაკის ფედერაციისა (ზურაბ ანდღულაძე) და ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების (გელა შაფაქიძე) მიერ.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…
  • 100
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 100
    რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე, გაზეთ „ალიონის“ შეკითხვა სესიის დროის ამოწურვის მოტივით უპასუხოდ დატოვეს  დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
  • 100
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 100
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…