კომპანია „როიალ ასკანას“ მიერ აგებულმა ღვინის საწარმომ სოფელ ასკანაში გუშინ და დღეს 15 ტონა „ჩხავერი“ მიიღო. აღნიშნული საწარმოს მიზანია შექმნას საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც საკუთარ ნიშას დაიკავებს საერთაშორისო ბაზრებზე. ამის გარანტიაა მაღალი ხარისხის დანადგარები,  რომლითაც ეს საწარმოა აღჭურვილი.

გურული ვაზი რომ აღორძინების გზაზეა, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს 5-6 წლის წინ  კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“და მისი შვილობილი კომპანიის „როიალ ასკანას“დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, როცა მან საგურამოს სანერგე მეურნეობიდან,  შეიძინა უნიკალური გურული ვაზის ჯიშების: „ჩხავერი,“„საკმიელა,“„ჯანი,“ „მტევან დიდი“, „ჭუმუტა“, „სხილათუბანი,“„ალადასტური, “„კამური,“„ორონა“,„მტრედის ფეხი“ და კიდევ მრავალი გურული ჯიშის ვაზის ათასობით ნერგი და  უფასოდ დაურიგა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის და ქედელ მევენახეებს.

აღნიშნულ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო შემოქმედელმა ინჟინერმა, გურული ვაზის აღდგენის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა ანდრო ვაშალომიძემ, რომელმაც 18 წლის მანძილზე 40-ზე მეტი ვაზის ჯიში მოიძია და გადაურჩინა შთამომავლობას.

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მხარდაჭერით გამოდიოდა გაზეთ „ალიონის“ დამატება „გურული ვაზი,“რომლის გამოშვებაშიც აქტიურად იყო ჩართული ანდრო ვაშალომიძე. 2 წლის მანძილზე შესაძლებელი გახდა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მევენეხეების მონახულება და მათი გამოცდილების გაზიარება მოსახლეობისათვის.

სოფელ ასკანაში მდებარე შატოს ტიპის კომპლექსს ამჟამად 200 ტონა ყურძნის გადამუშავების რესურსი გააჩნია.

_„დამერწმუნებით, რომ ეს არის კარგი გამოწვევა იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ გურული მევენახეობის განვითარებას და ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა, როგორც კომპანიის, ასევე პირადად ჩემი მხრიდან, რადგან ეს არის ჩემი მშობლიური სოფელი, მე პირადად ძალიან ვაფასებ ჩემს ფესვებს და ძალიან მინდოდა, რომ აქ ასეთი ტიპის პროექტი გაკეთებულიყო. ასევე, მინდა დავაანონსო და დავპირდე მოსახლეობას, რომ ჩვენ გადავუხდით მათ ყურძენში ყველაზე მაღალ ფასს, რაც საქართველოში დაფიქსირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის მხრიდან, გურული მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების ხელშესაწყობად. ეს უნდა იყოს სტიმული და დასაწყისი ჩვენს კუთხეში ვაზის გურული ჯიშების აღორძინებისა. როგორც იცით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ აღდგენილიყო ძველი ქართული ვაზის ჯიშები, როგორც გურიაში ასევე მთელს საქართველოში.  საგურამოში სანერგე მეურნეობაში ქართული ვაზის 438 ჯიშის აღდგენა მოხდა და შემდეგ ეს ტენდენცია მთელს საქართველოს მოედო. სიამაყით ვამბობ, რომ გურია არის ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული რეგიონი და ჩვენ აქ შევქმნით პროდუქციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენ პროდუქტს ვყიდით დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როგორც დაიკავა ველისციხის ვერანდამ ბორდოში, ღვინის მსოფლიო გამოფენაზე, ასევე, გურამიშვილის მარანმა, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში, ქედის მეღვინეობამ, შატო მანავმა და სხვა.“_განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ შარშან  მედიასთან.

„შატო ასკანას“მეპატრონე ამბობს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ პროფესიებისა და მიმართულებების განავითარებას. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეწვიონ შატოს, მიიღონ მაღალი ხარისხის სტუმარ-მასპინძლობის სერვისი და ადგილზე გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.

მართალია გაჭინაურდა, მაგრამ ქ. ოზურგეთში მიმდინარეობს სასტუმრო „გურია პალასის“რეკონსტრუქციის პროექტი. აქ განთავსება რეგიონული ბიზნეს-ჰაბი, რომლითაც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესები ისარგებლებენ. ერთ-ერთ პირველია „საქართველოს ბანკი“, რომლის ოფისიც „გურია პალასში“ განთავსდა. გარდა საოფისე ფართებისა, ბიზნეს-ცენტრი მოიცავს საკონფერენციო დანიშნულების სივრცეებსაც.

პროექტი გულისხმობს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზის შექმნასაც, რომელიც შეძლებს ერთობლივად 150 პერსონას უმასპინძლოს. აღნიშნულ დარბაზში წარმოდგენილი იქნება როგორც გურული ღვინის სახეობები, ასევე ზოგადად, კონიაკი, ჭაჭა და ღვინო მთელი საქართველოდან.

„როიალ ასკანას“ პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უნდა დაველოდოთ, როდის გამოვა ბაზარზე „შატო ასკანაში“ დაწურული გურულების საამაყო „ჩხავერი.“

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 64
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 63
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…