ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა დროებითი ზომების მითითება, საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21) მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში. 

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული  სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომები დააკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

„განმცხადებელი მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, დაბადებული 1967 წელს. ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და მას შემდეგ შიმშილობს, ამ მოთხოვნის მიღების დროისთვის, სულ 41 დღე.

მას ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.

სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს.

სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, ასეე ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

პრესრელიზის მიხედვით, 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მიუთითოს საქართველოს მთავრობას, 39-ე მუხლზე დაყრდნობით, რათა მან მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს აპლიკანტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, მიაწოდოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება შიმშილობის დასრულების შემდგომ აღდგენის პერიოდში. ასევე, უნდა შედგეს აპლიკანტის ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა.

„ამავე დროს სასამართლო მოუწოდა აპლიკანტს, შეწყვიტოს შიმშილობა. სასამართლომ ასევე შესთავაზა მხარეებს, წარადგინონ ამ დროებით ზომებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე)

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს 41-ე წესზე დაყრდნობით.

სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით განსაზღვრული ზომები მიიღება სასამართლოს განხილვამდე და არ განაპირობებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საქმის დასაშვებობასა თუ არსებითად საქმეზე. სასამართლო მსგავს თხოვნებს აკმაყოფილებს ბოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტი სხვა შემთხვევაში დადგება გამოუსწორებელი ზიანის მიღების რეალური საფრთხის წინაშე“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

პირველი არხის ინფორმაცია

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 46
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 45
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 39
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…