მოკრძალებით,მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან,როგორც არასდროს.თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის ვფიქრობ ,რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას,ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს,რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა,აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.ასევე მინდა განვმარტო,რომ ადამიანი რომელიც ზის ციხეში,ან სავადმყოფოშია სრულებითაც არარის სავალდებულო მარხვა,რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.
უფალი ბრძანებს:როდესაც მოვალ მეორედ განსჯად ცხოველთა და მკვდართა,კაცობრიობას გავყოფ ორ ნაწილად,ერთს მარჯვნივ დავიყენებ ხოლო მეორეს მარცხნივ ჩემსა.მარჯვნივ მდგომთ ვეტყვი:მოვედით ჩემდა კეთილმორწმუნენო,რამეთუ მშიერი ვიყავი,პატიმარი ვიყავი,ავადმყოფი ვიყავი,დევნული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემდა ნუგეშინიმეცით, გვერდში დამიდექით,დამეხმარეთ და დაიმკვიდრეთ ადგილი მამაჩემის მიერ თქვენდა გამზადებული,ხოლო მარცხნივ მდგომთ ვეტყვი:წარვედით ჩემგან ბოროტნო მონანო,რამეთუ მშიერ ვიყავი,საპატიმროში ვიტანჯებოდი,ავად ვიყავი დევნულ ვიყავ,თქვენ კი არ მოხვედით,ნუგეში არ მომეცით,დამცინოდით,განმიკითხავდით და ასე შემდეგ,ამიტომ გეტყვით თქვენ წარვედით ჩემგან ბოროტნო და წყეულნო მონანო გარესკნელსა.
ამ სიტყვებიდან გამომდინარე,ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს ვინც განსაცდელშია,ვინც დევნილია სამშობლოსგან,ვინც ავადაა და სხვა.
ღმერთი ბრძანებს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მტვრთმძიმენი რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ სულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.
აგრეთვე შეგახსენებთ სახარების ერთ დეტალს სადაც მდიდარი ადამიანი მიდის იესო ქრისტესთან და ეუბნება დაბადებიდან ათივე მცნებას ვიცავ და რა მაკლია მე რათა დავიმკვიდრო სასუფეველი ღმრთისა უფალი კი ეუბნება გაყიდე ყველაფერი,დაურიგე ავადმყოფებს.გლახაკებ და შემომიდექ მე.ეს კი ვერ შეძლო მდიდარმა ადამიანმა,რადგანაც ძალიან მდიდარი იყო, ვერ შეელია თავის სიმდიდრეს.მიუბრუნდა უფალი თავის მოციქულებს და ეუბნება ის:ისე, როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში,ასევე მდიდარი ვერასოდეს ვერ შევა სასუფეველსა ღმრთისასა.ხოლო მდიდართა,მეფეთა ამპარტავანთა, შეუწყნარებელთა,დიდებისმოყვარეთა,ამა სოფლისათა ეუბნება ღმერთი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე,რომ მე არ მოვსულვარ რათა თქვენ გაგამართლოთ არამედ თქვენ თვითონ გაიმართლეთ თავი თქვენი,მე თქვენ არ გჭირდებით და ის სიმდიდრე ფული თუ სხვა იმიტომ მოგეცით,რომ დაეხმაროთ სამშობლოს,გლახაკებს,ღარიბებს ავადმყოფებს,თქვენ კი მთელი იმედი და სასოება თქვენს სიმდიდრესა, კომფორტზე და კარიერაზე გაქვთ დაყრდნობილი.
სამწუხაროა,რომ მდიდარ ადამიანებს სიმდიდრე თავისი გონიათ ერთ დღეს წაართმევს ღმერთი,მის სულს წაიყვანს და ვის დარჩება მისი სიმდიდრე?.
ნუ აგროვებთ დედამიწაზე ოქროს, ვერცხლს და ფულს,რადგანაც ჟანგი,მატლი,და ქურდები მოიპარავენ,არამედ თვენი სიმდიდრე ზეცაში შეაგროვეთ ,სადაც არც ჟანგი,არც მატლი და არც ქურდები შეჭამენ თქვენს სიმდიდრეს ბრძანებს უფალი იესო ქრისტე.ანუ გვეუბნება,რომ ვაკეთოთ სიკეთე და მთლიანად შევწიროთ ჩვენი თავი.
ქრისტიანობა არის,ვიცხოვროთ სხვისთვის,ვიცხოვროთ სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის და როგორც ღმერთი მოკვდა,თავი შეწირა ჩვენთვის,ასევე უნდა მოვკვდეთ ქრისტეს გულისთვის,სამშობლოსთვის,კაცობრიობისთვის.
ვაი თქვენდა ფარისეველნო,სადუკეველნო და მწიგნობარნო,რამეთუ სასუფეველის კარებში დგახართ არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ),რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა.ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი:მონანული ავაზაკების,ქურდების,მრუშების,მკელობლების, და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში,რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას ჩემ საკუთარ თავსაც,გვეშინოდეთ ღმერთის უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება,გვეშინოდეს დევნული,ღარიბი,ციხეში მყოფი,ავადმყოფი,განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების,რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.
მოკრძალებითკიდევ ერთხე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში,წინააღმდეგ შემთხვევაში,მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა,მთელი საქართველო.
სიყვარულით,იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.

 

კომენტარის დატოვება
გაზიარება
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    „მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პეტიციას  „თავისუფლება მიშას“  ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე  შემდეგი ახსნა-განმარტება გააკეთა: „ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის…
  • 91
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 88
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…