25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო  ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკულპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების  ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების  უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკოს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა; ცესკოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათისაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 64
    „საარჩევნო საჩივრების განხილვამ აჩვენა, რომ მომხდარ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“„საარჩევნო პროცესს საქართველოში ახასიათებს საარჩევნო დავების სიმრავლე. არჩევნებთან დაკავშირებული დავების ანალიზი, ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, ჩართული მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების პრევენცია, ისევე როგორც, წამოჭრილი დავების გამჭვირვალე, დროული და ეფექტური…
  • 63
    გიორგი სიორიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…
  • 62
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…