დღეს, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ევროპისკენ მიმავალი 75-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ Twitter-ზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წერს.
ისინი იუწყებიან, რომ ათეულობით მიგრანტი ევროპისკენ ნავით გაემგზავრა. უბედური შემთხვევის შედეგად ნავი ჩაიძირა. მეთევზეებმა მხოლოდ 15-მდე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ისინი ლიბიის ქალაქ ზუვარაში გადაიყვანეს.
მიგრაციის საერშაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ წელს ხმელთაშუა ზღვაში 1300-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.