2021 წლის 15 ნოემბერს ევროპის პარლამენტის 2019-2024 წლის მოწვევის პარლამენტარებმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ მარინა კალჯურანდმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი აპარატის მუშაობა ქებას იმსახურებს, ხოლო მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ყოველთვის შემაშფოთებელია.

ჩვენ ვეცნობით ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის, მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ, ასევე N18 პენიტენციურ (სამედიცინო) დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებების შესახებ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი რომ მისი უფლებები იქნება დაცული.

2017 წელს მოვალეობის შესრულების დაწყების დღიდან, ქალბატონი ლომჯარია სამაგალითოდ და თავდაუზოგავად იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგ მმართველობასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას საქართველოში. სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ღერძს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით – განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი სახალხო დამცველის არსებობა, რომელიც გამჭვირვალედ და დამოუკიდებელად ახორციელებს თავის მოვალეობას.

ევროკავშირის ბიუჯეტის და გრანტების, ასევე „დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტის“ (EIDHR) პროექტების მხარდაჭერა ამ ინსტიტუტის მიმართ მის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა, საკუთარი მოვალეობების თავდაუზოგავად შესრულებით, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული გზის შენარჩუნებაში. ისინი სარგებლობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საჯარო მხარდაჭერითა და ნდობით. ეჭვგარეშეა, რომ ისინი იმსახურებენ შექებას და არა კრიტიკას საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მათი ერთგულების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 93
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    აშშ (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათა შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.დღეს, საქართველოს სახალხო დამცველსა და USAID-ს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც იშვიათი შემთხვევაა და აშშ-ს მთავრობის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ გამოხატული ნდობის და მხარდაჭერის დემონსტრირებაა. 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათა შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.  ახალი პარტნიორობის მიზანია საქართველოში…
  • 86
     თავდასხმები ელჩ დეგნანზე დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობაახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა. 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა…
  • 86
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…