ლიხაურის სკოლის პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის გასწრივ კაკლის ხეების მოჭრის გამო „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართავს:
_„პასუხი უნდა აგოთ ვანდალიზმისთვის რაც ამ ორ დღეში ჩაიდინეთ სოფელ ლიხაურში. ასევე პასუხს მოვთხოვთ გურიის სატყეო სამსახურს:
რომელმაც გასცა ნებართვა და მოჭრილ იქნა დაახლოებით 20 ძირი ჯანსაღი მსხმოიარე კაკლის ხეები და სხვა ჯიშის ხეები , საოცრად რომ ცოცხლებდა და აგრილებდა აქაურობას.
სამწუხაროდ თვითიზოლაციის გამო, გვიან შევიტყვე ამ ფაქტის შესახებ.
🔴ენერგო პრო ჯორჯიის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარში მომახსენა_კონტრაქტი გვაქვს და ხეები რომელიც ელექტრო ძაბვასთან ახლოსა უნდა მოვჭრათო.
🔴 ოზურგეთის სატყეოს ხელმძღვანელს დავუკავშირდი და მე ახალი ვარო. ანუ ძველ ხელმძღვანელობას გაუცია ნებართვა და დაუნომრავთ ხეები.
🔴 ხვალ გამოვიძახებ გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჯგუფს. დავადგენთ გარემოზე მიყენებულ ზიანს.
ვინ იცის კიდევ რამდენი ხე აქვს კომპანიას დანომრილი მოსაჭრელად.
გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციასა თუ ნებართვებს.
🔴 ამ ადგილზე, ისევ დავრგავთ კაკლის ხეებს მე და ჩემი მოსწავლეები.
🔴 თუ ხე იწვევს ძაბვის მიწოდებაში შეფერხებას, უნდა მოხდეს მისი დაბელვა და არა ძირში მოჭრა!
ვინ მოგცათ უფლება ჩაიდინოთ ვანდალიზმი? ის რაც წლეები ამშვენებდა ამ სანაპიროს, ორ დღეში გაანადგურეს.“-წერს ირმა გორდელაზე თავის ფეისბუქგვერზე.
აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს „ენერგო პრო ჯორჯია“:
_ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, სადაც მიმდინარეობს ხე მცენარეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში გადაბელვა გადის მაღალი ძაბვის სადენები. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა საჭირო უწყებიდან აქვს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების განსახორიცელებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი ხე-მცენარეების მოჭრა და გადაბელვა, რომელიც მდებარეობს სადენის დაცვის ზონაში, დაცვის ზონას შესაბმისი დადგენილება განსაზღვრავს. იმისათვის რომ ელ. ენერგიის მიწოდება არ შეფერხდეს, აღნიშნული სამუშაოების განხორციელბა აუცილებელია, ასევე მთავარია ადამიანის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე.“

მსგავსი სტატიები

  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 59
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 58
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 58
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…