()იპშემოქმედებითი კავშირისაქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის – „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრისგამარჯვებულების ვინაობა ცნობილია _ ინფორმაცია ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები განაწილდა შემდეგნაირად:

1.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული პიესისთვის :არ გაიცა;

2.თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“:

ანტონ ჩეხოვი „თოლია“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიული დრამატული თეატრი;

3.თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის: ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით „კრეიცერის სონატა“, რეჟისორი ლევან წულაძე, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული სახელმწიფო თეატრი; 4.თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის:

ნიკოლოზ კუჭავა, პოზნიშევის როლის შესრულებისთვის, ლევან წულაძეს სპექტაკლში „კრეიცერის სონატა“;

5.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“;

6.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისთვის: ანდრია ვაჭრიძე, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში „ავადმყოფობის სიმულაცია“ (მოლიერი მიხედვთ);

7.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისთვის: ქეთევან ლუარსაბიშვილი, სოფიას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის  სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი) 8.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არაუმეტეს 30 წლის): დაჩი ბაბუნაშვილი, ნიკოლას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი);

9.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტესაშვილი); 30 წლის) ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“ (მანანა დოიაშვილი) 10.თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის: ბარბარე ასლამაზიშვილი, კონსტანტინე როინიშვილის სპექტაკლში „ორთა ბოდვა“ (ეჟენ იონესკო);

11.თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის:

არ გაიცა;

12.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის:

არ გაიცა;

13.თეატრალური სეზონის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია,

თეატრისთეორიადაა.შ.) ნამუშევრისთვის: ლაშა ჩხარტიშვილი – „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“; 14.თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტიდა ა. შ.) ნაშრომისთვის:

სოფო ნადიბაიძე – ციფრული თეატრი საქართველოში (მოზარდი)

ჟიურის შემადგენლობა: მარინე ვასაძე (თავმჯდომარე); ლელა ოჩიაური; მარინე ხარატიშვილი; ნერონ აბულაძე.

მსგავსი სტატიები

  • 34
    თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულებიოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ. თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3" (ავტ. მანანა დოიაშვილი,…