ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ ქალაქ ოზურგეთიდან ანასეულისკენ მიმავალი გზა არ ჩაკეტილა 1985 წლის ურთულეს ზამთარშიც კი, როცა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა და თოვლის საფარის სიმაღლემ  2 მეტრს მიაღწია. სამაგიეროდ, ახლა, ანუ 2021 წლის დეკემბერში ეს გზა ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლებელია, მასზე საავტომობილო მოძრაობა საერთოდ შეწყდეს და ქვეითად მოსიარულესაც გაუჭირდეს გადაადგილება. თუ ვინმე, აუცილებლობის, ან ახირების გამო, თავს გამოიდებს და გარისკავს, ვურჩევთ წვიმიან ამინდში და ღამის საათებში (აქ გარე განათება არასოდეს ყოფილა)  ნუ დაადგება ამ გზას, თორემ კისერს თუ არ მოიტეხავს, ფეხს მაინც იღრძობს და მინიმუმ ოზურგეთის ავერსის კლინიკის საგზურს გაინაღდებს…

ანასეულის გზის ასეთი სავალალო მდგომარეობა ორი ძიძის ხელში ჩავარდნის შედეგია. პირველი ძიძა ქალაქის მერიაა, რომელმაც ეს საქმე რატომღაც ყოველთვის სახვალიოდ გადადო, მეორე ძიძა კი, წყალსადენის მშენებელი ორგანიზაცია გახლავთ.

რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, ქალაქის მერია და წყალსადენის მშენებელი ორგანიზაცია შეთანხმდნენ, რომ წყალსადენის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ეს გზა კაპიტალურად გაეკეთებინათ ერთობლივი ძალებით.

ახალი წყალსადენი, დროდადრო შეფერხებით, წყალს  უკვე აწვდის ანასეულის მოსახლეობას და აქ მოქმედ ორგანიზაციებს, თუმცა, როგორც გავიგეთ, მშენებლობა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მშენებლობის ვადა კი კარგა ხნის ამოწურულია.

იმედია, მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ყურად იღებს ამ ინფორმაციას და გაატარებს ქმედით ზომებს, რათა ანასეული ამ ზამთარში არ მოწყდეს ქალაქს.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 78
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 68
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…