წუხელ, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, აფთიაქ „ისიდორეს“ მიმდებარედ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა,  ძალაყინის გამოყენებით „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადარიცხვის აპარატი გატეხეს, თუმცა თანხის გატანა ვერ მოასწრეს.

აფთიქ ისიდორეს“ მენეჯერმა გვითხრა, ქურდობა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა, პოლიციამ მას  დილის 6 საათისთვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერის სანახავად სახლში მიაკითხა:

_თავად ნახეთ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ძალაყინის გამოყენებითაა გატეხილი. ბოროტმოქმედებმა ვერ მოასწრეს შიდა ყუთის გატეხვა და თანხის წაღება.

გაზეთი „ალიონის“მომხდართან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის“ ოზურგეთის სერვისცენტრში მივიდა. მენეჯერს სტუმრები ჰყავდა და დაკავებული იყო, ხოლო თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ჩვენ ვცადეთ ვცადეთ მენეჯერთან ტელეფონით გასაუბრება, მაგრამ სანდრო ნემსაძემ  ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით სანდრო ნემსაძე რედაქციას დაუკავშირდა და გვითხრა, რომ სწრაფი ქუჩებში დადგმული ჩარიცხვის აპარატები „საქართველოს ბანკის“ ოზურგეთის სერვისცენტრა არ ეკუთვნის, ამიტომ მომხდარზე ინფორმაციას იგი არ ფლობს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 50
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 43
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 41
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…