გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითადა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სამიზნე თემში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლოთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამიზნე თემები შემდეგია: ლიხაურის თემი, სოფლები: ნიაბაური, ლიხაური (აჭი).მაკვანეთის თემი, სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი.შემოქმედის თემი, სოფლები: გომი, გონებისკარი, წითელმთა, შემოქმედი.ცხემლისხიდის თემი, სოფლები: ცხემლისხიდი, ბაღდათი.ვაკიჯავარის თემი, სოფლები: ფამფალეთი, ვაკიჯვარი.მთისპირის თემი, სოფლები: უკანავა, ვანისქედი, მთისპირი.

კონკურს ორგანიზებას უწევდა „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი”.კონკურის ფარგლებში 35 საპროექტო განაცხადი იყო შემოსული, სამიზნე სოფლებში არჩეული ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით 16 საპროექტო იდეა დაფინანსდება.

2022 წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ სოფლების წარმომადგნლებს კიდევ შეეძლებათ სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობა.

სოფელ მთისპირში 7 პროექტი იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი ჟიურის გადაწყვეტილებით უპირატესობა მიანიჭეს სოციალურად დაუცველებს: ოქროსქედელ ჩავლეშვილის პროექტს, რომელიც „ჩხავრის“ ღვინის შესანახი მოწყობილობის შეძენას ითვალისწინებდა, ბადრი ვაშალომიძის პროექტს, რომელიც საოჯახო ფერმერული მეურნეობის (მეცხოველეობა) გაფართოებას გეგმავს და მიშიკო თალაკვაძის ენერგოეფექტურ ღუმელის დამზადების პროექტს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 34
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 32
    გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება  გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება _ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება: „გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის…