დღეს, ცნობილ მეცნიერს,მწერალს,  ფაზისის საერო აკადემიის წევრს, პროფესორ გიზო ჭელიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენი გაზეთის განყოფილების გამგე იყო. ეს იყო დიდი გუნდი, რომელსაც შესანიშნავი რედაქტორები ჯერ ვახტანგ ჯაყელი, შემდეგ აფთონ გურგენიძე ხელმძღვანელობდნენ. გიზოსთან ერთად გაზეთში მუშაობდნენ ცნობილი ჟურნალისტები: თამაზ სალუქვაძე, მამია კილაძე, ელგუჯა შევარდნაძე, ნუგზარ ქინქლაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, მინდია თავაძე, გენრიეტა ქუთათელაძე, ლამარა სიმონიშვილი და სხვები.
გიზო ჭელიძე ქართული ფოლკლორის ცნობილი მკვლევარი, არაერთი წიგნის ავტორი გახლდათ. იყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან  სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ორგანიზაცია უშვებდა  ლიტერატურულ ბიულეტენს „გუბაზეული.“
….იყო შესანიშნავი ოჯახის უფროსი…
გიზო ჭელიძე თავის მშობლიურ სოფელ ლიხაურშია დაკრძალული.
„დღეს მამაჩემის გიზო ჭელიძის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
მისი სურვილი იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მანვე სადიპლომოდ გადმომცა მისთვის გერმანიიდან გამოგზავნილი რობერტ ლახის „ქართული სიმღერები“. მისივე დაინტერესებით ასპირანტურაში სწავლა ფოლკლორში გავაგრძელე და დისერტაცია სწორედ ლახის კრებულზე დავიცავი.
ახლა ისრაელში ვცხოვრობ, რომელსაც მან მიუძღვნა წიგნი „უკეთუ დაგივიწყო ისრაელო“.
და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ახლახანს სამეცნიერო აკადემიური საქმიანობა დავიწყე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორული კვლევების ცენტრში.
ეს მას განსაკუთრებით გაეხარდებოდა, რადგან მისი ოცნების ასრულება იყო, რომ ფოლკლორის მიმართულებით წარმემართა კვლევები და მისი ფოლკლორული მოღვაწეობა გამეგრძელებინა“_წერს გიზოს ვაჟი, პროფესორი ლადო ჭელიძე სოციალურ ქსელში.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 44
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 40
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 37
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
  • 32
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 31
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…