რა არის HACCP-ი?  HCCP-ი(საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა)  საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას,მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. ამ სისტემის დანერგვა  სურსათის წარმოების თითოეულ ეტაპზე ბიოლოგიური,ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების,მათ შორის ალერგენების იდენტიფიცირებით და მათზე კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული რეგულაცია სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებისა და სასაკლაოებისთვის. 2018 წლიდან კი სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.

HACCP-ს სისტემის პრინციპების დაცვა 2021 წლის 1 იანვრიდან  სავალდებულოა ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი).

2021 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია,რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორებს,რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას,ეკისრებათ ვალდებულება საქმიანობა განახორციელონ HCCP-ის პრინციპების შესაბამისად.კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.

საქართველოში HCCP,როგორც სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში  საფრთხეების შიდა კონტროლის მექანიზმი,პირველად შემოღებული იქნა 2005 წელს მიღებული კანონით „სურსათის უვნებლობის შესახებ“.

HCCP -ის დანერგვა გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული,მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა უფრო ძვირი ღირს.

სურსათის უვნებლობის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან,მაგრამ გამოწვევები კიდევ ბევრია.ჯანსაღი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,უკეთესი შედეგის მისაღწევად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა.

წინა საახალწლო პერიოდია და მინდა მომხმარებელს მოვუწოდო, ხორცს და ხორცპროდუქტებს დს სხვა მალფუჭებად პროდუქციას ნუ შეიძენენ ისეთ ადგილას,სადაც არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. პროდუქტების  შეძენისა ყურადღება მიაქციეთ ვადებსა და ეტიკეტებს.

მანანა ერქომაიშვილი,

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 74
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 70
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 67
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 64
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…