ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

თავს არ ანებივრებს რეკლამით,   თუმცა საუბარში მაინც წამოვიყვანეთ და დავითანხმეთ ინტერვიუზე.

აჭარა-გურიის მთები მხედრები ზემოდან დაჰყურებს ეზოს, მწვერვალთა თავზე თოვლი ირეკლება ოქროსფრად. ღრმა ხევში ხმაურობს მდინარე ბახვის წყალი. შუა ეზოს უხდება კოპწია სახლი. ოქროსფრად გადაფენილა ეზოს ბალახი, მხოლოდ სამყურა კეკლუცობს მწვანედ. შემოდგომას ვერ შეუშინებია მინდვრის ყვავილები, თავაღერილები დგანან კვლავ.  ეს მთისპირია, თავისი ულამაზესი ხედებითა და სანახებით.

სტუმართან ერთად, ეზოში ნერგებს რგავდა ჩვენი მასპინძელი. ამ ეზოს მეპატრონე. თითოეულ ნერგს იმთავითვე  ეტყობა მზრუნველი ხელი. მცირე შესვენება. ცოტა ხნით მოვწყვიტეთ საქმეს.

მასპინძელი თქო, ვთქვით.  მიხეილ ჩხაიძე, უკვე ჩვენი გაზეთის სტუმარია.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კვალიფიკაციით უროლოგი. ქართულ გერმანული მრავალ პროფილური ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჯოენის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამუშაო პრაქტიკა საქართველოსა თუ უცხოეთში, დანარჩენ ცენზსა და რეგალიებს აღარ ჩამოვთვლით. მთავარია საუკეთესო გამოცდილებას, გამოსაცდელი ვადით კი არა, მიღწეული შედეგებით აფასებს. უფრო სწორად, კარგი და კეთილი საქმეები აფასებს მას. აქ კი, წარმატებები უდავოა. თბილისში დაიბადა.

_ ბავშვობაში ორი პროფესია მომწონდა. იურისტობასა და ექიმობას შორის ვაკეთებდი არჩევანს. ბებია ანა შარაშიძე ჩაჩავას კლინიკაში მუშაობდა მედდად. მედიცინის მუშაკთა ფასი და მნიშვნელობა ადამიანთათვის , სწორედ ბებიას ღვაწლით შემოვიდა ჩემში. 16 წლის ასაკში, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. მას შემდეგ ამ განხრით მოვდივარ.

მამა ინჟინერი იყო. დედულეთში გაიზარდა. მთისპირის სკოლაში სწავლობდა. სწავლის შემდეგ, თბილისში გააგრძელა მუშაობა. დედა პედაგოგია. ჩემი და, ხათუნაც პედაგოგი.  უდიდესი ამაგი აქვს ანა ბებიას ჩვენზე. კოლორიტული პიროვნება იყო.  სახლი თბილისში, სადაც მე ვცხოვრობ, ბებიას აშენებულია. ბებიას  მშობლიურ სოფელ მთისპირს, ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდით. საკმაო ხანი ვერ მოვახერხეთ  ჩამოსვლა. როცა ჩამოვედი და ბებიასეული ეზო-კარი მძიმე მდგომარეობაში დამხვდა, ძალიან დამწყდა გული. გაუვალი ტყე იყო,  გადავწყვიტე აქაური,  ნაფუძარი აღმედგინა. დედა და და გვერდით დამიდგა. რასაც ხედავთ, ჯერ-ჯერობით ესაა, თუმცა გეგმები  ბევრი გვაქვს. ამ სახლის გაცოცხლებით, ასე მგონია ბებიას და მამას ვესაუბრები. მათ ვცემ პატივს, მათთან ურთიერთობები მახსენდება.

როცა თავისუფალ დროს ნახავს. სოფელს სტუმრობს, ეზოს მოვლა-პატრონობითაა დაკავებული. მოსწონს  აქ ფუსფუსი. სტუმარიც მოჰყვება ხშირად. ახლაც იქ დაგვხვდა მისი მეგობარი გიორგი მაკარიძე. როცა ვიგებ, მიშა აქ წამოსვლას გეგმავს, მოუთმენლად ველოდები თუ მომიპატიჟებს. სად არ ვყოფილვარ, რამდენი ქვეყანა მინახავს, მაგრამ აქ სულ სხვა პეიზაჟია, აქაური სიწყნარე საუკეთესო თერაპიაა. აქ ფიზიკურადაც ვისვენებ, მიუხედავად იმისა ბარს და ნიჩაბს ხელიდან არ მაშვებინებს, ამბობს ხუმრობით.

_ აქ სულიერად ვმშვიდდები. საოცარი სილამაზეა ირგვლივ. როცა სახლს ვაშენებდი, მშენებლებს ვუთხარი, სახლი ისე დამიდგით, მისაღები ოთახის ფანჯრიდან ასკანის (აქაურები თამარ მეფის ციხედ მოხსენიებს) ციხე ჩანდეს, საძინებლის ფანჯრიდან – ზღვა.

მართლაც ასეა.  უძველესი ისტორია გადმოჰყურებს ციხის ქონგურებიდან სოფელს. თვალსაწიერი მთისა და ზღვის ხედებითაა გაჯერებული.  მიშა დიდი გულშემატკივარია ულამაზესი, მაგრამ რთულ რელიეფიანი სოფლისა.  განსაკუთრებით ეიმედება აქაურობის მომავალი. მიუხედავად დიდი პასუხისმგებლობისა და დატვირთვისა, რასაც პროფესია მოითხოვს, აქაურობის მოფერებასაც სიამოვნებით ახერხებს.

_ ამ სოფელში თუ არ მოდიხარ, შემთხვევით ვერ მოხვდები. უნდა მოხვიდე. ულამაზესია აქაურობა.  რომ მოვდივარ, დრო მაქვს დათვლილი, მინდა ბევრი რამ მოვასწრო. ამიტომ ვერ ვახერხებ გასვლას და დათვალიერებას. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სოფელს დიდი პერსპექტივა აქვს. აქ, მთაში ხარ და ნახევარ საათში მოხვდები ზღვაზე. კარგი კურორტი შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო, მთავარია აქაურებმა მოინდომონ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საწარმო ასკანგელ-ალიანსის  ფუნქციონირებას. ამდენი ადამიანია დასაქმებული. იგი ფაქტიურად სოფლის ხერხემალია. საუკეთესო პირობებია ტურიზმის განვითარებისთვისაც. შესაძლებელია ეთნო ტურების მოწყობა. ბევრი ქართული კურორტია ცნობილი რუსულ, თუ ევროპულ სამყაროში. აქ,  ბევრი რამ თავიდანაა  დასაწყები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. 90-იანმა წლებმა 40 წლით მაინც დაგვწია უკან. მზად არ ვიყავით დამოუკიდებლობისთვის. ინტელექტითაც არ ვიყავით მზად, თუნდაც  აქაური თიხის ფასი გვცოდნოდა. უპირობოდ გავასხვისეთ. ყველაფერი დავანგრიეთ  და უცხოეთში გავიტანეთ, ამიტომაც არის ყველაფერი ასე ძნელად განსახორციელებელი, თუმცა მიღწევადი.

მშობლიურ ფუძეზე დაბრუნებაში, ახლო ნათესავის, მეზობლად მცხოვრები თენგო შარაშიძის ოჯახის წვლილს გამოჰყოფს ჩვენი რესპონდენტი. თენგოსთან და ლელასთან ადვილად გამოიხატა მეგობრული განწყობა.  საოცარი ხალხია.  ეს ოჯახი რომ არ ყოფილიყო,  შეიძლება ვერც გამებედა ამ საქმესთან შეჭიდება.  მათ გამიადვილეს გადაწყვეტილების მიღება.

საკუთარ თავზე ნაკლებად საუბრობს, უფრო ქვეყნისა და სოფლის მომავალზე ერთვება ფიქრი, შესაბამისად, საუბარიც აქეთკენ მოჰყავს. ახლობლებისგან ვიგებთ, რომ უყვარს მოგზაურობა, სიმღერა, მღერის კიდეც. რაც შეეხება პროფესიულ დამოკიდებულებას ადამიანთა მიმართ, აქაც სხვათა შეფასებებია, სიყვარულით და მადლიერებით გამოხატული.  ვისაც ურთიერთობა ჰქონია მიშა ექიმთან,  არ შეიძლება, არ ისაუბრო  მასზე,  როგორც ყურადღებიან, გულისხმიერ ექიმზე.

რა შეგვიძლია ვუსურვოთ ჩვენს მასპინძელსა და რესპონდენტს წარმატებების მეტი, რადგან, თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, თითოეული გაცოცხლებული ნაფუძარი, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის  მომავლის ნაწილია. აქ არ იზომება დიდი და პატარა საქმე.  ამ ნაწილს, უბრალოდ სიკეთე ჰქვია.

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    „ჩემი სული და გული აქ ჩავდე, ყველაფერი აქაა წარმოდგენილი...“მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა 5 მაისს, თვითნასწავლი მხატვრის, ხათუნა ბებურიშვილის რიგით მეორე, პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ხელოვნება თავად ქმნის გემოვნებას, თუ გემოვნება აყალიბებს ხელოვნებას თავად, ამ კითხვაზე პასუხი გამოფენილ ექსპონატებში იკითხება. 100-ზე მეტი ნამუშევარი, ფერწერა, დეკორატიული ხელოვნება, ვიტრაჟული ხატვის ნიმუშები. ფერთა სინაზე და სინატიფე დარბაზის სიღრმისკენ იზიდავს სტუმრებს.…
  • 79
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 78
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 77
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…

არ გამოტოვოთ