ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძირითადი ინფორმაცია, რომელიც პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს ეხება საკრებულოს სხდომაზე გააცნო საკრებულოს წევრებს.

_ „ რასაკვირველია, მთავრობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეებზე და მათი სოციალური პრობლემების მოგვარება.

ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება მთლიანი ბიუჯეტის 23% რაც 6,260,000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაიხარჯება 12 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ქალაქ ოზურგეთის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, უახლოეს პერიოდში მოხდება ქალაქ ოზურგეთის წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი უბნებისთვის მომსახურების მიწოდებასა და 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების განახლების პროგრამას ვიწყებთ ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-ში მდებარე 12 სართულიანი შენობის რეაბილიტაციით. ამ პროექტისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ვგეგმავთ: უპატრონო ძაღლებისთვის თანამედროვე ვეტერინარული სერვისის შექმნას, რათა დავარეგულიროთ უკონტროლო გამრავლება; ცხელი ხაზის ამუშავებას; ახალი რეგულაციების მიღებას; მიტოვებული ძაღლების აყვანისა და მოვლის წახალისებას; საკვების შეგროვებისა და დონაციების სისტემის აწყობას.

2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 19% დაიხარჯება განათლების სფეროში. ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების ზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება.

მთავრობასთან ერთად, ვგეგმავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლების მშენებლობას, ხოლო არსებული რამდენიმე სკოლის განახლებას და სრულ რეაბილიტაციას.

განვიხილავთ მერიის ერთ-ერთ მომსახურებად ტექნოპარკთან და კერძო სექტორთან ერთად ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის შექმნას, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს დაეხმარება პროექტების მომზადებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე. გვეამაყება ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომელთაც არაერთხელ აწიეს საქართველოს დროშა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, ხოლო ეროვნული მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენი ამოცანა იქნება ეტაპობრივად გავზარდოთ სპორტზე ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება ბავშვები სპორტულ წრეებზე შეიყვანოს. ამით ხელს შევუწყობთ მოზარდთა ჯანმრთელობას და ჯანსაღ განვითარებას“ _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 60
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 59
    საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვასაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…