ავტორი ქეთი ჟღენტი

უკვე მეორე წლია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს,საერთაშორისო განვითარების სააგენტო MASHAV-ის დაფინანსებით,ისრაელის საელჩოს და MASHAV GEORGIA და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, გურიის,სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართის სამეგრელოს ქვემო ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს პროექტი ,,სუფთა წყალი ბავშვებს“.პროექტს ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია, GEORGIA SHALOM CLUB-GURIA, .პროექტის ფარგლებში სკოლებში სადაც სასმელი წყალი სრულად არ შეესაბამება სტანდარტებს მონტაჟდება ისრაელის კომპანია NUF  FILTRATION სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარები.დანადგარები აღჭურვილი მემბრანული ფილტრებით და აღიარებულია როგორც საუკეთესო ისრაელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

სამშაბათს სასმელი წყლის დანადგარები დამონტაჟდა და გადაეცა გორის მუნიციპალიტეტის #1 და მე-9 საჯარო სკოლას.ღონისძიებაზე დასასწრებად ქალაქ გორში ჩაბრძანდა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი რან გიდორი, „მაშავ საქართველოს“ დირექტორი, ბატონი გიორგი ჟღენტი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  ,,საქართველო შალომ კლუბ-გურია“-ს პრეზიდენტი ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი და ვიცე პრეზიდენტი ქალბატონი ნათია შათირიშვილი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამხარეო ადმინისტრაციის,გორის მერიისა და ,,შიდა ქართლის შალომ კლუბის მიერ“ დირექტორი ქალბატონი თაკო ყანჩაველი,რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩამობრძანებისათვის და ასეთი მეტად საშურ საქმეში თანადგომაზე.

სტუმრები თავდაპირველად ეწვივნენ გორის #1 და #9 საჯარო სკოლას.სადაც მოსწავლეებმა სტუმრებს მადლიერების ნიშნად მეტად ამაღელვებელი შეხვედრა მოუწყვეს.სკოლის დირექტორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ისრაელის ელჩს ბატონ რან გიდორს და „მაშავ საქართველოს“ დირექტორს ბატონ გიორგი ჟღენტს, ,,საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ხელმძღვანელებს.ბავშვებმა შეასრულეს ებრაული და ქართული სიმღერები.

სტუმრები მიიღო და მხარისა და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს შიდა ქართლლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ვლადიმერ  (ლადო) ხინჩიგაშვილმა. მათ მადლობა გადაუხაუხადეს სტუმრებს რეგიონში ასეთი საიტერესო პროექტის განხორციელებისთვის,რაც მათი თქმით აუცილებელია პატარებისათვის მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებებს ანხორიელებს.

ისრაელის ელჩმა ბატონმა რან გიდორმა ისაუბრა ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ,,მაშავის“ წვლილზე ქართველ სპეციალისტთა მომზადების საქმეში და სოფლის მეურნეობის,ჯანდაცვის, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.

შეხვედრაზე, ,,საქართველომ შალომ კლუბგ ურია“-ს  პრეზიდენტმა, ბატონმა ზაურ ოსეფაიშვილმა დამსწრეთ გააცნო ისრაელის ინოვაციური სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარების მუშაობის პრინციპები.საუბარი შეეხო უფრო მღალი წარმადობის ფილტრებს,რომლებსაც შეუძლია დღე-ღამეში გაფილტრონ 500ტონაზე მეტი წყალი,რაც, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს მეტად მნიშვნელოვანია სოფლებისათვის.

როგორც ,,მაშავ“ საქართველოს დირექტორმა ბატონმა გიორგი ჟღენტმა აღნიშნა ,,მაშავი“ კვლავ გააგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში.

,,ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ინფორმაციას ისრაელის თანამედროვე ტექნოლოლოგიებზე. დღევანდელი პროექტის იდეაც აქედან წამოვიდა და ,,საქართველო შალომ კლუბ- გურიამ“ გაეროს ბავშვთა ფონდის ,,UNICEF” კვლევებზე დაყრდნობით შეიმუშავა ეს პროექტი და მას ანხორციელებენ საქართველოში,პარტნიორებია არა მარტო ისრაელის საელჩო,არამედ სლოვაკეთის,ავსტრიის,იაპონიის საელჩოები კლუბი დარეგისტრებულია გაეროს პლათფორმაზე და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიმდინარეწელს 4 დანადგარი დაიდგა გურიის სკოლებში.მომავალ წელს კი ,,საქართველო შალომ კლუბი-გურია“ გურიის 38 საბავშვო ბაღში,იაპონიის საელჩოს დახმარებით დაამონტაჟებს სასმელი წყლის გასაფილტრ დანადგარებს.ასევე გააგრძელებს ამ კუთხით სხვა დონორებთან მუშაობას.“_დასძინა ბატონმა გიორგი ჟღენტმა.

როგორც ,,საქართველო შალომ კლუბ გურია-ს“ ვიცეპრეზიდენტმა,BDS აკადემიის დამფუძნებელმადა დირექტორმა ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა,კლუბი ამჟამად ემზადება თბილისის  ოფისის პრეზენტაციისათვის,ასევე ჩაატარებს 18 წლიანი საქმიანობის ანგარიშს ებრაულ სახლში.სულ მალე ასევე ჩავატარებთ კონკურს ,,ისრაელი“ ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით.გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, მიწვეული იქნებიან ისრაელის საელჩოში და თბილისის მთავარ სინაგოგაში.

,,შალომ კლუბის” რეკომენდაციის გათვალისწინებით BDS აკადემიის ხლმძღვანელობის გადაწყვეტილებით რამდენიმე  ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან სარგებლობს აკადემიის სასწავლო გრანტით. დასძინა საუბრის დასასრულს ქალბატონმა ნათიამ.

მსგავსი სტატიები

  • 89
    „შალომ კლუბი გურია“ - მიტკალზე დახატული დავითის ვარსკვლავიდან ისრაელის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებამდემრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC  აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 76
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…