დეკემბრის ბოლო დღეებში ინტენსიურმა თოვამ  მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა რეგიონის ენერგეტიკას.განსაკუთრებით გურიის რეგიონის მაღალმთიან სოფლებს. დაზიანდა 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რომელმაც არაერთი სოფეფელი უშუქოდ დატოვა. უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, მერია და ყველა შესაბამისი უწყება მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, იწმინდებოდა გზები და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ენერგეტიკოსთა  7-8 ჯგუფი მუშაობდა პრობლემების მოსაგვარებლად.

_სოფელ მთისპირში უხვი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი სოფლის ცენტრში 70 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ვანისქედში _80 სანტიმეტრი, ხოლო დაბლა ვანისქედში (წიტაიშვილის უბანი) თოვლის საფარმა 1 მეტრამდე მიაღწია. მოსახლეობის საკარმიდამოებში  გადაუბელავმა აკაციის და მურყანის ხეებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მუდმივ კონტაქტში ვართ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან. გაიწმინდა ძირითადი გზები, ვანისქედში, უაკანავაში, ოქროსქედში. გუშინ სენაკელების ბრიგადა მუშაობდა სოფელში და სოფლის ცენტრამდე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. თუმცა დაბლა ვანისქედში ამ მომენტისთვის გზა არაა გაწმენდილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაუკავშირდა კომპანია „ასკანგელ ალიანსის“ ხელმძღვანელს ირაკლი ვეშაპიძეს და ტექნიკით დახმარება სთხოვა. იმედი გაქვს, დღის ბოლოს ელექტროენერგიის მიწოდება მთელ სოფელს აღუდგება_ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომაქდგენელ;მა სოფელ მთისპირში ვლადიმერ ჩავლეშვილმა.

გაზეთი „ალიონი“ ენერგო პრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს გია ნაკაიძესაც ესაუბრა.

_ჩვენს მობილურ ჯგუფებს ახალციხელი ენერგეტიკოსები შემოუერთდნენ და ყველა რესურსია მობილიზებული მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად _გვითხრა გია ნაკაიძემ.

„ყველა მიმართულებით მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.“ _აღნიშნა  სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 51
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 51
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 50
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…