გუშინ, 11 იანვარს ოზურგეთი-ჩოხატაურის გზის ნასაკირალის მონაკვეთზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებდნენ, ითხოვდნენ გზის სამუშაოების სასწრაფოდ განახლებას და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ საკრებულოს ორი დეპუტატი ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავა. დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოში სასამართლო პროცესი დასრულდა. დეპუტატ ბესო ქათამაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, შალვა თავდიშვილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

გუშინვე გაზეთი „ალიონი“ საქართველოს გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა გზის მშენებლობისა და მისი დასრულების ვადების შესახებ. დეპარტამენტმა ოპერატიულად გადმოუგზავნა რედაქციას პასუხი:

ნუგზარ,
თქვენი 2021 წლის 11 იანვრის ელექტრონული შეტყობინების (დეპარტამენტში რეგისტრაციის №583/2)
შესაბამისად გაცნობებთ, რომ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი – ქობულეთის შ02 საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 და კმ47.2-კმ48 მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული (სესხის No. IBRD 8599-GE) შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საგზაო აქტივების მართვის პროექტის (SRAMP ID: P149953) ფარგლებში, საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას ,,China Road and Bridge Corporation“ შორის 2021 წლის 13
მაისს გაფორმებული SRAMP/CW/NCB-11 Lot 1 ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 8,128,896.48 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ვადის დასრულების თარიღია 2022 წლის 27 მაისი.
პატივისცემით,
დავით გეწაძე
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 62
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 61
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 59
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 54
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…