კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი უწყების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში: შრომასა და ნატანებში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოაქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აცრა სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალიტები გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 45
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 43
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 41
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…