ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების საქმეზე გადაწყვეტილება  გამოაცხადა.

როგორც ოპოციზიონერი დეპუტატების ადვოკატმა კახა ჩავლეიშვილმა გვითხრა, მათი დაკავება უკანონო იყო და ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატ ბესო ქათამაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, შალვა თავდიშვილ ცნო სამართალდამრღვევად, მაგრამ რაკი ამას არ გამოუწყევია რაიმე სახის ზიანი, ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად   სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი გუშინ ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალის ნასაკირალის მონაკვეთზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, მათ გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებოდა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 58
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 42
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…