ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელად კონკურსის წესით ზედიზედ მესამედ ვასილ ჩიგოგიძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ „ალიონს“ ოზურგეთის თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ დაუდასტურა.
_გამოცხადდა კონკურსი და საკმაოდ გრძელი პროცედურები იყო გასავლელი. საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა წარუდგინა სპეციალურ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა _გვითხრა ზაზა ჯინჭარაძემ.
გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ვასილ ჩიგოგიძემ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრებისას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ვასილ შუკშინის „ენერგიული ადამიანები“ დადგა, რამაც მას აღიარება მოუტანა. მის სახელს უკავშირდება ნოდარ დუმბაძის გმირების ახალი სიცოცხლე ოზურგეთის სცენაზე, ქართველი და უცხოელი დრამატურგების არაერთი სპექტაკლი.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ოზურგეთის თეატრი წარსდგა გერმანელი, უნგრელი და სხვა ქვეყნების მომთხოვნი მაყურებლების წინაშე, ლომის წვლილი მიუძღვის ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნებაში.
ბოლო წლებში ოზურგეთის თეატრი წარმატებულად გამოდის ცნობილ მალფეთეს ფესტივალზე სტამბოლში. წარმატებული გასტროლები ჰქონდა ბულგარეთ-რუმინეთში და შემდეგ უკრაინაში_ხერსონის ოლქში. ამ გასტროლებმა განაპირობა ოზურგეთელების და გენიჩესკელების მეგობრობის გაცოცხლება, რასაც გენიჩესკის რაიონის დელეგაციის ჩამოსვლა მოჰყვა ოზურგეთში.
წელს სავარაუდოდ, ოზურგეთის თეატრი გასტროლებზე პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში გაემგზავრება, რასაც ვასილ ჩიგოგიძის სპეციალური ვიზიტი უძღვოდა ევროპის ამ ლამაზ ქვეყანაში.
ვულოცავთ ბატონ ვასოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ არჩევას და ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებთ!
მსგავსი სტატიები
- 66
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 56
დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსს ვასილ ჩიგოგიძის 70 წელი შეუსრულდა. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია ულოცავს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თეატრის უდიდეს ქომაგს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას…
- 53
1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 52
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 51
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…