შემოვსდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი,ფეხი ჩემი-კვალი ანგელოსისა, ღმერთმა მოგცეთ ჯიბეში ფული, ჭკუა, ხელში ნიჩაფი, მხარზე ცული….შინ მშვიდობა და გარეთ გამარჯვება!

მეკვლეს თაბაუთი მოითხოვს სათვითაოდ დაილოცონ ჯალაბობის ყველა წარმომადგენელნი. ჩვენი ჯალაბობა ჩვენი ქვეყანაა. აბა, მხვნელ-მთესველნო, მომილოცავს თქვენთვის შობა-ახალი წელიწადი! მრავალს ამ დროს დაესწარით თქვენის ცოლ-შვილით, გიცოცხლოთ თქვენი ქულფათები, ავი თქვენს დუშმანს და სიკეთე თქვენს ჯალაბობას. ..ჯანი მრთელი და გული მხიარული მოგცეთ სასოომ. ირემა, ჯორელა, წაბლა და შვინდა გაგიმრავლოთ, თქვენს შრომას ნუ მოაკლოს თვალი ღვთისა. მოგასწროთ, ძმობილებო, იმ დროს, რომ ალაგას და უალაგოს, მთაში, თუ ბარში, სარწყავნი ქსელივით გაბმულიყვნენ რუები, არხები, ღარები, მილები, რომ ღამის და დღის მეხრე  ბიჭებს სჭეროდეთ იღლიაში წიგნი და ხელში სახრე, რომ ყველა სოფლის სამსჯავროების, სამწერლოების გვერდით ჩაწკიპულიყვნენ სკოლები, მისცეს ღმერთმა ყუათი და დოვლათი თქვენს მაჯას.

ეი, ფეიქრებო, იხაროს თქვენმა ჯანმა, მაჩვენოს უფალმა თქვენი ხელობა გავრცელებული ჩვენში; ბევრი ოსტატ-შეგირდები მენახოს თქვენს საფეიქროში. თქვენი ხელობა ნათელი საბუთია იმისი, თუ როგორ ყვაოდა ოდესმე ჩვენში ეროვნული ხელოსნობა!

ძალუებო, ნათლის დედებო და ნათლის ჯალაბებო! ვაცხოვნე თქვენი მამა. თქვენ ხართ დღეს ქართველი დიაცის გამომხატველნი, თქვენშია დაცული სურათი ქართველის დედაკაცისა! ნუ მოგაკლოსთ მაცხოვარმა კაი საჩეჩელი, ლამაზი ჯარა, კოხტა თითის ტარი, მშვილდი და საქარგავი. კვალად ნუ მოგვაკლოს თქვენი გამომცხვარი პური, ნაზუქი, ხმიადი, ხაჭაპური, ქადა, ალაო, მჭადი, თქვენი გაკეთებული ხარშო, ნიორ-წყალი, ჭრიანტელი, ღოლოს, ლობიოს, ასლის, კორკოტის, შვინდის, საფალნის შეჭამანდები, თქვენი დაქსოვილი ფერად-ფერადი წინდები, ჩახსაკრავები, ხელთათმანები, პაიჭები. ნუ მოგვაკლოს თქვენ მიერ დამზადებულნი საახალწლოდ ბასილა, ბედის კვერი, ალვა, გოზინაყი, ალვახაზი! იცოცხლეთ დიდხანს ძალუა-ნათლი-დედ-ჯალაბებო!

მეჭურჭლენო, ხაბაზებო, ქართველებო, მოგილოცავთ: განაძლიეროს ღმერთმა თქვენი ხელობა ჩვენში, ხელობაღაა თქვენი ღონე, ბიჭებო, ჩვენი გაჭირვების ტალკვესი, საღსარი ცხოვრებისა. მაშ გაუმარჯოს თქვენს მარჯვენას!

ხუმარა

გაზეთი „ივერია,“#4, 8 იანვარი, 1887 წ. (იბეჭდება შემოკლებით)

ასევე საინტერესოა თავად რაფიელ ერისთავის წერილი „ვინ რას ინატრებდა ჩვენში ახალი წელიწადის დღეს,“ რომელიც  „ივერიის“ წინა წლის ნომერში დაიბეჭდა და იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხის  ნატვრას ასახავს:

რაფიელ ერისთავი გურულებზე წერს: „ გურული: ჯერ წაიღებს ძვალს საწნახელზე, არაკუნებს და იძახის: „აგუნა, აგუნა! .. ჩვენს ქალებს ბევრი ყაჭი და აბრეშუმი არგუნა….

მერე საახალწლოდ გააკეთებს ჩიჩილაკს*) რომელზედაც ჯვარედინად დაარჭობს ვაშლებს, მოვა და ინატრებს უპირველესად მწერლის ნიჭს, დათა გუგუნავას გალობას, კილოს და მიმოხვრას, დიმიტრი გურიელის ოქრო-ვერცხლს, გამოჩენილის კაცის ღონე-ვარჯიშობას და ვაჟ-კაცობას, მამიას ენა-მჭევრობას, სიტყვა წყლიანობას…

  • ჩიჩილაკი თხილის ჯოხია, იმდენად ნაფხევი, რომ ნაფხევები ნაშალაშინევ ბურბუშელასავით ჰკიდია, ვითომც იგავად წმინდა ბასილის წვერისა, რადგან ამ წმინდანის დღეობაა. (გაზ. „ივერი“. #2, 4 იანვარი, 1886 წ.)

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 73
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 72
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…