„მარი და ჰარის თავგადასავალი “- ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში საბავშვო გასართობი მუსიკალური სპექტაკლი პერფორმანსი გაიმართება.

ოზურგეთის თეატრმა საახალწლოდ ბავშვებს ულამაზესი, მისტიკურ-ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერებული საახალწლო სპექტაკლი შესთავაზა. თეატრის რეაბილიტირებული და თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი შენობა სხვადასხვა ეფექტებით ბავშვების გაოცების საშუალებას აძლევს რეჟისორს. სპექტაკლის სცენური ვერსია ეკუთვნის დამდგმელ რეჟისორს ვასო ჩიგოგიძეს. ინსცენირება, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება ლალი თაბაგარისაა. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია გახლავთ.

სპექტაკლში ჯუჯებს, გურულებს, ოლაფს, კარლსონს აცოცხლებენ მსახიობები: ზაზა ჯინჭარაძე, დავით კვერღელიძე, გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, კობა ახალაძე, გენადი ნიკოლაშვილი, ლევან საღინაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, ანი გოდერძიშვილი, ზვიად ჟორბენაძე, შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე, ციცი ბუცხრიკიძე, მარიკა ასათიანი, თეატრის სტუდიელები – მარი გუჯაბიძე, ნინი მუშტაშვილი, სტუდია „მარიკელას“ მოსწავლეები.

საახალწლო ზღაპრიე ერთ-ერთი პერსონაჟი კოვიდიც გახლავთ მსახიობ გენადი ნიკოლაშვილის შესრულებით.

სპექტაკლი მუსიკალური გაფორმებით, ცეკვებით, სამოსითა და გაფორმებითაც ახარებს ბავშვებს. სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება, რაც გვირგვინდება ფინალში სიკეთის გამარჯვებითა და თოვლის ბაბუსთან შეხვედრით.

სპექტკალი 13 იანვრამდე ყოველდღე, 14 საათზე იმართება.

სპექტაკლზე დაიშვებიან მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე, სრულად ვაქცინირებული, 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ-ტესტის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
გაგზავნილია ლია კილაძე-(ი)ს მიერ 20:58-ზე
შეყვანა
ლია is typing
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 34
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 31
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…