მიუხედავად ყასიმ-ჟომართ თოყაევის გატარებული მკაცრი ზომებისა, ყაზახეთში არეულობა გრძელდება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა როლს ასრულებს ამბოხებული ხალხის წინააღმდეგ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო დანაყოფები, რომლებლშიც რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ე.წ. „მშვიდობისმყოფელები“ არიან. წერენ, რომ ისინი აეროპორტებს, სადგურებს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო მნიშვნელობის  დაწესებულებებს დაიცავენ.

ТАСС-ის ცნობით, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბრძანებით 5 იანვარს, სამშობლოს ყალატის ბრალდებით დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური უშიშროების (КНБ) კომიტეტის თავმჯდომარე კასიმ მასინოვი.

6 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, სამსობლოს ღალატის ბრალდებით რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს, რომლებიც ახლა КНБ-ს იზოლატორში იმყოფებიან.

ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ექს მრჩეველმა ერმუხამედ ეპრისბაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არეულობა ორგანიზებული იყო ყოფილი რიგი მაღალი ეშელონების თანამდებობის პირების, მათ შორის  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ.

ერმუხამედ ეპრისბაევმა ტელეარხ „ალამაკენ ბიზნეს“ განაცხადა, რომ „ნაციის ლიდერი“ ნურსულთან ნაზარბაევი  არ გაქცეულა ქვეყნიდან, იგი ყაზახეთში, ქ. ნურსულთანში (ყოფილი ასტანა) იმყოფება, სავარაუდოდ არის მძიმე ავად, რის გამოც მან ვერ შეძლო ერისთვის მიემართა.

РИА „НОВОСТИ“ ცნობით, ყაზახეთის ბავშვთა უფლებების დამცველი არუჟან საიანი სამწუხარო ცნობებს ავრცელებს:

5 იანვარს, ალმათის (ყოფილი ალმა-ატის) ცენტრში, მშობლებთან ერთად სეირნობდა 11 წლის მოზარდი. უცნობემა ატეხეს სროლა, ერთი ტყვია მოზარდს მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

ალმათის ერთ-ერთ საბავშვო საავადმყოფოში ექიმები იბრძვიან 15 წლის მოზარდის გადასარჩენას. იგი მძიმედაა დაჭრილი.   6 იანვარს იგი ქალაქში, მამასთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც  ბრმა ტყვია მოხვდა.

ბოლო ინფორმაციით ყაზახეთში 14 წლის გოგონა დაიღუპა.

ყაზახეთში არეულობის დროს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, თუმცა მათ შორის  უცხოელი მოქალაქეცაა..

8 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ საპროეტესტო აქციაზე, სროლის დროს დაიღუპა ისრაელის 22 წლის მოქალაქე.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 42
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 36
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 36
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 35
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 34
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…