27 იანვარს, მიუხედავად ცუდი ამინდისა,  მძიმეწონიანი ავტომანქანები მდინარე სუფსის ხეობიდან ქვა-ღორღს ეზიდებოდნენ.

გასული შემოდგომის შემდეგ სუფსის ხეობაში არ ვყოფილვართ. მიზეზი ის გახლდათ, რომ გარემოსდამცველების და ჟურნალისტების ბრძოლას, როგორმე შეეჩერებინათ სილაური-ბაილეთი-ჯუმათის მონაკვეთზე  ხეობის აოხრების სამუშაოები უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, კომპანია „ქიუ ემ სის“ ხელმძღვანელებისაგან დაცინვა მივიღეთ: _„ხომ ხედავთ, მდინარე სუფსის აუზის „გასწორხაზოვნებას“ ვახდენთ, თქვენ ჟურნალისტები კი ამას ვერ ხედავთო“. ჩვენ კი ვხედავდით, მაგრამ ვისაც ზემოქმედება უნდა მოეხდინა და შეეჩერებინა უნებართვო და ბარბაროსული მოპოვება , ისინი ვერ “ხედავდნენ.

ამ თემაზე გაზეთი „ალიონი“ წერდა 2021 წლის  9 აგვისტოს ნომერში: „გასწორხაზოვნება თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა.“

„ქიუ ემ სიმ“ მიაღწია არა მარტო მაკონტროლებელი ორგანოების  უმოქმედობას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო მუხტის ჩაკვლას კი. ისინი დაარწმუნეს, რომ სოფელ სილაურსა და ბაილეთში 2-2 კილომეტრ ასფალტირებულ გზას გააკეთებდნენ.

რაც მათ ამ სოფლებთან გაფორმებული მემორანდუმით შეასრულეს, საგაზაფხულო ხვნა-თესვის კამპანიაში მონაწილეობა იყო(1 ჰექტარ მიწის დამუშავებზე 500 ლარიდან 170 ლარი მათი წილი იყო).. გლეხებმა გასულ გაზაფხულზე კი ისარგებლეს დაახლოებით 50-60 ლარი, მაგრამ სამთო მომპოვებლებს  არც გზები დაუგიათ და უმშვენიერესი სუფსის ხეობა აოხრებული დატოვეს.

უპასუხოდ დატოვა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ  გაზეთ „ალიონის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ვითხოვდით, რომ მოეცათ წერილობით ან ელექტრონულად საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა   კომპანია „ქიუ ემ სის“  სუფსის ხიდის მონაკვეთზე წიაღის ეროვნული სააგენტოს ნებართვები გასწორხაზოვნების და იქ ქვიშა-ხრეშის მოპოვების შესახებ“.

წიაღის ეროვნული სააგენტომ ჩვენს წერილს არ უპასუხა, „ქიუ ემ სის“ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა და რას გვიპასუხებდნენ?

ამ დროს კი, უხეში დათვლით, დღის განმავლობაში სუფსის აუზში მომუშავე მძიმე წონიანი მანქანები 500-დან 600 რეისს  ასრულებდნენ.

ამჟამად „ქიუ ემ სი“-მ  აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ „გასწორხაზოვნების“ იქაურობას არაფერი არ ეტყობა: უზარმაზარი მორევი და ხიდის ზემოთ ნაპირჩამოცლილი ჭალები.   გზას, იქ არსებულ ელექტროგადამცემ ბოძებს და ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათის 5-მალიან ხიდს საშიშროება ელოდება.

27 იანვარს, მდინარე სუფსაზე კომპანია „ნატა 2000“ ლიცენზიით შპს „სამი ძმა“ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურების მიღმა მდინარია აუზიდან წიაღს იღებდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე  ჯერ „ბორან ქონთრაშენი,“ ხოლო შემდეგ „ქიუ ემ სი“ იღებდა ქვა-ღორღს და აქაურობა ეკოლოგიურად მძიმე  მდგომარეობაში იმყოფება. მდინარის გაღმა მხარეს ნაპირები ჩამოშლილი აქვს და ახალსოფლელები თანდათან კარგავენ საყანე ფართობებს.

შპს „სამი ძმის“ ექსკავატორმა გარემოსდამცველების დანახვაზე მუშაობა შეწყვიტა და მათთვის ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმაირმა გორდელაძემ გარემოს დაცვის ბრიგადა გამოიძახა. შეჩერდა სამუშაო  და აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

_მდინარე სუფსას ნაპირები აღარ აქვს, ელექტროგადამცემ ბოძებამდეა მდინარის სანაპირო ზოლი მოპარული.

ამ ადგილზე 7 კარიერული წარმოების ლიცენზია ჰქონდა წიაღის ეროვნულ სააგენტოს გაცემული. შედეგად: მდინარემდინარეს აღარ ჰგავს, დაჭაობებულია ჰექტრობით ტერიტორია, საყანე ფართობები დაკარგული, იავარქმნილი მდინარე, გზები

თუ რას მოიმოქმედებს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი , ვნახავთ. მგონი ეს  ინსტანცია ბრმაა და ყრუ?

ჩვენ კვლავ შევამოწმებთ აღნიშნულ  და ყველა მოქმედ კარიერს გურიაში_ გვითხრა „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ.

გაზეთი „ალიონი“ შპს „სამი ძმა“ მენეჯერს ესაუბრა:

_ხუთშაბათს დილიდან მონასტერში იყავი და არ იცოდი, თუ იქ ტრაქტორი მუშაობდა. „სამი ძმის“არც ოპერატორი იმყოფებოდა ადგილზე, რომ დაეზუსტებინა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურები. სამწუხარო ფაქტია _ ჩვენთან შეუთანხმებლად მოხდა გადაცდენა. ჩვენ ამ ადგილს მხოლოდ ავტომანაქანების ხეობაში ჩამოსაყვანად ვიყენებდით. არც გვაწყობდა ამ ტერიტორიაზე  ქვა-ღორღის აღება, რადგან ეს ადგილი ერთგარი ხელოვნური ჯებირია და ჩვენს კარიერს იცავდა მდინარი ადიდებისას _გვითხრა შპს „სამი ძმა“ მენეჯერმა კახა ჩხარტიშვილმა.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 67
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 67
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 66
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…