ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია და არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც ვფიქრობ, ყველამ უნდა ნახოს, განსაკუთრებით _  სკოლის მოსწავლეებმა. მინდა, კვლავ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ კულტურის სამინისტრომ გააგრძელოს ამგვარი დადგმების ხელშეწყობა, ვინაიდან პატრიოტული თემატიკა ოკუპირებულ ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი და ვისურვებდი (და ჩვენ ამისთვის მზად ვართ), რომ ამ სპექტაკლს უმასპინძლონ დედაქალაქის და სხვადასხვა რეგიონების თეატრებმა. ვულოცავ სპექტაკლის რეჟისორს, ბატონ ნიკა საბაშვილს, მადლობას ვუხდი ოზურგეთის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, მადლობას ვუხდი თითოეულ მსახიობს, რომელიც მიუხედავად ბევრი პრობლემისა (რომელსაც ერთად ვეჭიდებით) თავდაუზოგავად შრომობს და ასეთ მნიშვნელოვან შემოქმედებით პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს“, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი -_ ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს უზარმაზარ რუსეთის იმპერიას.
სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ გლეხები, რომლებიც იბრძვიან ადამიანური ღირსებების დასაცავად. სპექტაკლში მონაწილეობს ოზურგეთის თეატრის მთელი დასი.
რეჟისორის ასისტენტია ეკა ანთია, წამყვანი – ბონდო ჩხარტიშვილი, ლოტბარები – მამია რუსიძე და ლედი კვაჭანტირაძე.

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 75
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 73
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…