„ბოლო 2 დღის განმავლობაში საზოგადოება ოზურგეთში თვალს ადევნებს მპგ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ტვ პირველის“ ორკესტრირებულ კამპანიას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ბაღების თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით. დასახელებული რიცხვები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ბრალდებები და თანამშრომლების მასიური გათავისუფლების შესახებ, გადაუმოწმებელი ცნობები გახლავთ სრული სიცრუე.
სიმართლე გახლავთ შემდეგი: ბაღების თანამშრომლებს 2022 წლის 1 ივნისიდან ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ _ ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს ჯერ კიდევ, წინა წლის 28 დეკემბერს მიმართა და საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნულს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა იყო ასახული, საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. „ტვ პირველის“ მხრიდან გავრცელებული ცნობა, თითქოს ბაღის აღმზრდელის ხელფასი 150 ლარს შეადგენს, გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ხელფასები რომელიც დაგვხვდა წინა ადმინისტრაციისგან, პირველი ცვლის შემთხვევაში 450 ლარს, მეორე ცვლის კი 370 ლარს შეადგენს, ძიძის ანაზღაურება კი 410 ლარია. ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება.
მოვუწოდებთ „ტვ პირველს“ შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია“_წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ფეისბუქგვერდზე..

მსგავსი სტატიები

  • 55
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 51
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 49
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 48
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 47
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ