დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზის მშენებლობის  გაჭიანურება გააპროტესტეს  და   ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ. მოსახლეობასთან ერთად იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძე, დეპუტატი შალვა თავდიშვილი და სხვები. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყვეს გურიის ყველა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ეს თანხები უკვე გამქრალია, ჩინური კომპანიები,რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. „ატკატების“ მსხვერპლი არიან.სარეაბილიტაციო სამუშაოები კი წლების განმავლობაში ჭიანურდება, რაც  მოქალაქეებს პრობლემას ყოველდღიურად უქმნის.
 აქციაზე დეპუტატები ბესო ქათამაძე  და შალვა თავდიშვილი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათივე ინფორმაციით  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დეპუტატები გზის გადაკეტვას და ცენტრალურ გზაზე მოძრაობის შეჩერებას  ცდილობდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ბესო ქათამაძე  და შალვა თავდიშვილი  პოლიციის დეპარტამენტში ჰყავთ დაკავებული.
„ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტები ამჟამად ოზურგეთის პოლიციის წინ იმყოფებიან. დავით მჟავანაძეს პოლიციამ არ მისცა შენობაში შესვლის ნება.

მსგავსი სტატიები

  • 51
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 48
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 46
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…