ისრაელის მეცნიერთა დელეგაცია დახმარებას გაუწევს სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სისხლში ტყვიის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდების დანერგვასა და ტყვიით დაბინძურების წყაროების განსაზღვრაში.
ისრაელი აღიარებულია, როგორც მსოფლიო ლიდერი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში, კვლევებსა, თუ ინოვაციებში.
საქართველოში 2018 წელს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში განხორციელდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 41% აქვს 5მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე უფრო მაღალი), 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
ისრაელის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა დახმარება, რათა დაადგინოს მძიმე მეტალებით, მ.შ. ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლა, მ.შ. ზედაპირულ წყლებში.
ამ მიზნით, ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო), საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და UNICEF-ის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, 4 წამყვანი ექსპერტის მისიას უხელმძღვანელებენ, რომლებიც თბილისში კვირას, 13 თებერვალს ჩამოვიდნენ ისრაელიდან.დელეგაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვას და შესაბამისი ქიმიურ რისკ ფაქტორთა ლაბორატორიის ტექნიკურ განახლებას, გადაამზადებს ადგილობრივ გუნდს აღნიშნული ლაბორატორიების სრული პოტენციალის გამოსაყენებლად.
ასევე, ექსპერტები გაემგზავრებიან დასავლეთ საქართველოში და 3 სხვადასხვა რეგიონიდან აიღებენ ნიადაგისა და წყლის ნიმუშებს, რომლებსაც შემდგომი ანალიზისთვის ისრაელში გაიგზავნება, შესაბამისი კვლევები პარალელურად ჩატარდება ეროვნული ცენტრის ქიმიურ რისკ ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში.
გატარებული ღონისძიებებისა და კვლევების შედეგების გაანალიზების საფუძველზე დაიგეგმება სამომავლო აქტივობები და შეიქმნება ეროვნული სტრატეგია პრობლემების აღმოფხვრის, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ლაბორატორილი სიმძლავრეების გასაუმჯობესებლად.
ისრაელის საელჩო და MASHAV მადლობას უხდიან სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათდაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და UNICEF-ს ფასდაუდებელი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 86
    „შალომ კლუბი გურია“ - მიტკალზე დახატული დავითის ვარსკვლავიდან ისრაელის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებამდემრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC  აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 73
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…