2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დეტალური მიმოხილვა გააკეთა „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ. მან ასევე, ისაუბრა პროექტის ფარგლებში, კომპანიის მიერ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე, მის ფუნქციასა და უფლება-მოვალეობებზე; კომპანიისა და საბჭოს წევრების მიერ ჩატარებულ აქტივობებზე, განხილვებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლიც საბჭოს ფარგლებში იქნა მიღებული და განხორციელებული.
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ინფორმაცია კვლევებზე, რომელიც გზშ-ს ფარგლებში ჩატარდა, ასევე, იმ სოციალური პროექტების მიმოხილვა, რომელიც მოსახლეობასთან მუშაობის შედეგად განისაზღვრა და რომელსაც კომპანია განახორციელებს მას შემდეგ, რაც მოხდება დარჩენილი ნებართვების მოპოვება და პროექტი გადავა სამშენებლო ეტაპზე.
გზშ-ს ტექნიკურ ნაწილზე პრეზენტაცია, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის “პროექტის მენეჯერმა, გიგლა სიხარულიძემ გააკეთა. საბჭოს წევრებს მიესალმა და დასკვნითი ნაწილი შეაჯამა კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი იყო, საბჭოს წევრების როტაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოს წესდების შესაბამისად. საბჭოს შემოუერთდნენ რომან კალანდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბახმაროში და ვლადიმერ ჩავლეშვილი, რომლიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მთისპირის თემში. ვლადიმერ ჩავლეშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია არსებული პროექტის შესახებ, მიესალმება ასეთი სტანდარტებით მუშაობას და ფიქრობს, რომ ის სოციალური პროექტები, მაგალითისთვის, საგანმანთლებლო აქტივობები, რომელიც უკვე განახორციელა კომპანიამ, მისასალმებელია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ნამდვილად პასუხობს იმ თემში არსებულ საჭიროებებს. , რომელიც არსებობს.
_ „საბჭოს დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დღეს ჩვენ შევაჯამეთ განვლილი სამუშაო და დავსახეთ გეგმები სამომავლოდ. მივესალმებით საბჭოს ახალ წევრებს და იმედი გვაქვს, მათი წვლილი დიდი იქნება საბჭოს მუშაობაში. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მრჩეველთა საბჭოს თითოეულ წევრს და განსაკუთრებულად მსურს გამოვყო ის წევრები, რომლებმაც წესდებიდან გამომდინარე, დატოვეს შემადგენლობა. მაია ჩავლეშვილის, დავით ჟღენტისა და თემურ ჭანუყვაძის წვლილი, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, დიდი იყო დღევანდელ დღემდე ჩატარებულ სამუშაოებში. კიდევ ერთხელ, მადლობა მათ და ვუსურვებთ წარმატებებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტზე მუშაობისას გვითმობენ საკუთარ დროს, ენერგიას და გვიზიარებენ გამოცდილებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ნამდვილი პატრიოტები საკუთარი მხარის და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მათთან ურთიერთობა, მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება. საბჭოს წევრები, ერთგვარი ელჩები არიან, რომელთა მოვალეობაცაა ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები თითოეული ადამიანის ხმის მოტანა ჩვენამდე. ისინი პირნათლად ასრულებენ ამ მოვალეობას და ჩვენც ჩვენის მხრივ, არცერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მათთან კონსულტაციების და მსჯელობების გარეშე. ხშირად ეს მსჯელობები და განხილვები საათები გამართულა, ყოფილა განსხვავებული მოსაზრებებიც და სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო. სწორედ ასეთი ტიპის და მოდელის განხილვებში იბადება საღი აზრი და სწორი გადაწყვეტილებები“ _  განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანიის სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI – ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2022 წლის 10 და 11 თებერვალი ჩაინიშნა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 79
    მრჩეველთა საბჭოს მუშაობის პრინციპებიhttps://www.youtube.com/watch?v=r2cPZwSbzFg   კომპანია CCEH ჰაიდრო VI უპრეცედენტო ინიციატივით, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ტიპის ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭომ დაიწყო მუშაობა. საბჭოში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან  6-6 წევრია.  არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ ნუგზარ ასათიანი, ნინო ბერძენიშვილი, ლიკა ასიეშვილი და თამარ ონიანი; ადგილობრივ თვითმმართველობას…
  • 78
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…
  • 77
    მრჩეველთა საბჭოს გასვლითი შეხვედრა ახალქალაქში კომპანია CCEH HYDROVI-ის ინიციატივით დაფუძნებული ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის  გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სამცხე - ჯავახეთში, კერძოდ კი ახალქალაქში, 2021 წლის 8 – 9 სექტემბერს გაიმართა. საბჭოს შეკრების და ახალქალაქში ვიზიტის მიზანი, როგორც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების ეტაპების გაცნობა, ასევე, კომპანია CCEH -ის პროტფელში…
  • 75
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 73
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას ამერიკის ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი დაესწრო2022 წლის 5 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად  დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გურიის რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში,ის „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრას დაესწრო.ამერიკის ელჩი გაეცნო მიმდინარე საკითხებს, მოისმინა პროექტის მენეჯმენტის და ასევე,…